Jonas Brothers
(გადამისამართდა გვერდიდან ძმები ჯონასები)
Jonas Brothers — იყო ამერიკული პოპ-როკის შემსრულებელი ჯგუფი. ცნობილი დისნეის ტელეარხების საშუალებით, სადაც მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა შოუში. ჯგუფი შედგებოდა სამი ძმისაგან: კევინი, ჯო და ნიკ ჯონასები. მათ 2008 წელს ითამაშეს მიუზიკლ „Camp Rock“-ში. გამოცემული აქვთ ოთხი სტუდიური ალბომი: It's About Time, Jonas Brothers, A Little Bit Longer და Lines, Vines and Trying Times. 2007 წელს გააფორმეს კონტრაქტი Hollywood Records-თან. 2013 წელს ჯგუფი დაიშალა.
წევრები
რედაქტირება- კევინ პოლ ჯონასი - დაიბადა 1987 წლის 5 ნოემბერს ნიუ-ჯერსიში, აშშ. ზედმეტსახელი Kevin2. ყველაზე უფროსია. უკრავს ელეკტრო და აკუსტიკურ გიტარებზე.
- ჯოზეფ ადამს ჯონასი - დაიბადა 1989 წლის 15 აგვისტოს არიზონაში, აშშ. ზედმეტსახელია DJ Danger. ვოკალი, გიტარა.
- ნიკოლას ჯერი ჯონასი - დაიბადა 1992 წლის 16 სექტემბერს ტეხასში, აშშ. ზედმეტსახელია Mr.President. ნიკი არის უმცროსი ძმა ჯგუფში. მას 2005 წელს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ვოკალი, გიტარა, დასარტყმელი საკრავი.
დისკოგრაფია
რედაქტირება- It's About Time (2006)
- Jonas Brothers (2007)
- A Little Bit Longer (2008)
- Lines, Vines and Trying Times (2009)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Jonas Brothers საიტზე Curlie