ენტონი რუსო (ინგლ. Anthony Russo; დ. 2 თებერვალი, 1970) და ჯოზეფ რუსო (ინგლ. Joseph Russo; დ. 18 ივლისი, 1971)[1] კოლექტიურად ცნობილი როგორც ძმები რუსოებიამერიკელი დედმამიშვილები, კინო- და ტელერეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები. ისინი თავიანთ ნამუშევრებს ძირითადად ქმნიან ერთობლივად.

ძმები რუსოები
Joe Russo & Anthony Russo by Gage Skidmore.jpg
ჯო (მარცხნივ) და ენტონი San Diego Comic-Con-ზე 2019 წელს
დაბადების თარიღი ენტონი რუსო
2 თებერვალი, 1970 (1970-02-02) (50 წლის)
ჯოზეფ რუსო
18 ივლისი, 1971 (1971-07-18) (49 წლის)[1]
კლივლენდი, ოჰაიო, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი აიოვას უნივერსიტეტი (ჯო)
პენსილვანიის უნივერსიტეტი (ენტონი)
საქმიანობა კინორეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები
აქტიური 1994-დღემდე

ძმები რუსოების ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Marvel-ის კინოსამყაროს ფილმები: „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ (2014), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), რომლის შემოსავალმა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა,[2] რითაც იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად, ისევე როგორც ყველაზე შემოსავლიან სუპერგმირულ ფილმად.

აგრეთვე ძმების ერთობლივი განთქმული ნამუშევარია სატელევიზიო სიტკომი „განვითარების შეფერხება“ (2003), რისთვისაც გადაეცათ ემის ჯილდო.

ფილმოგრაფიარედაქტირება

ფილმები
წელი ქართულად მშობლიური სახელი როლი
რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
1997 „ნაწილები“ Pieces დიახ დიახ დიახ
2002 „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
კოლინვუდში“
Welcome to Collinwood დიახ დიახ არა
2006 „ის, მე და მისი მეგობრები“ You, Me and Dupree დიახ არა არა
2014 „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ Captain America: The Winter Soldier დიახ არა არა
2016 „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ Captain America: Civil War დიახ არა არა
2018 „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ Avengers: Infinity War დიახ არა არა
2019 „შურისმაძიებლები: დასასრული“ Avengers: Endgame დიახ არა არა
„21 ხიდი“ 21 Bridges არა არა დიახ
TBA „დაკა“ Dhaka არა ჯო რუსო დიახ

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Happy Birthday Joe. (Despite what Wiki says, it’s actually today). Russo Brothers via official Twitter account (18 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2019.
  2. Avengers: Endgame (2019). IMDb. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2019.