ძმები ბლუზები (ფილმი)
ძმები ბლუზები (ინგლ. The Blues Brothers) — 1980 წლის ამერიკული მუსიკალური კომედიური ფილმი. ფილმი მდიდარია ბლუზის, სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის სტილის მუსიკალური ნომრებით, რომლებსაც ჯეიმზ ბრაუნი, არეტა ფრანკლინი, ჯონ ლი ჰუკერი, რეი ჩარლზი და სხვები ასრულებენ. „ძმები ბლუზები“ საკულტო ფილმად იქცა.
„ძმები ბლუზები“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯონ ლენდისი |
პროდიუსერი | ბერნი ბრილშტაინი, ჯორჯ ფოულსი, რობერტ ვაისი |
სცენარის ავტორი | დენ ეკროიდი, ჯონ ლენდისი |
როლებში |
ჯონ ბელუში დენ ეკროიდი |
კომპოზიტორი | აირა ნიუბორნი |
ოპერატორი | სტივენ კაცი |
მონტაჟი | ჯორჯ ფოულსი, დევიდ რამირესი |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 20 ივნისი, 1980 |
ხანგრძლივობა | 133 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $ 30 მლნ |
შემოსავალი | $115 229 890 |
როლებში
რედაქტირება- ჯონ ბელუში — ჯეიკ ბლუზი
- დენ ეკროიდი — ელვუდ ბლუზი
- კებ კელოუეი — კურტისი
- არეტა ფრანკლინი — მისის მერფი
- რეი ჩარლზი — საკუთარი თავი
- ჯეიმზ ბრაუნი — მოძღვარი კლეოფუს ჯეიმსი
- ჯონ ლი ჰუკერი — მუსიკოსი მაქსველ სტრიტზე
- სტივენ სპილბერგი — მოხელე