ძირბოლქვა ქამა
ძირბოლქვა ქამა (ლათ. Agaricus abruptibulbus) — მოთეთრო ფერის სოკო, თითის დაჭერისას უჩნდება ყვითელი ლაქები, ქუდის დიამეტრი 8-14 სმ. თავიდან კვრცხისებრია, ხოლო შემდეგ — ბრტყელი, ცენტრში ოდნავ ამობურცულია. მისი ტექსტურა ხორცოვანი, აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი ზედაპირითაა დაფარული, კიდე — შეკეცილი, შემდეგ — გაშლილი, ზოგჯერ — ტალღოვანი.
ძირბოლქვა ქამა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Agaricus abruptibulbus | |||||||||||||
|
ძირბოლქვა ქამას ფეხი თეთრი ფერისაა, ქუდისკენ მოვარდისფერო ელფერით, ცილინდრული, ძირისკენ მოღუნული და ბოლქვივით გამსხვილებული ტექსტურით, რომლის სიმაღლე 10-12 x 1-2 სმ. საყელო ზემოდან თეთრი ფერისაა, ქვედა მხრიდან მოყვითალო, განიერი, თხელი, დაშვებული, ვოლვის გარეშე. ფირფიტები ხშირი, ფეხთან თავისუფალი, მონაცრისფერო ფერის, შემდეგ — მურა-წაბლისფერი.
მისი სპორები განიეროვალურია, გლუვი, ორი ფლუეროსცენტრული წვეთით 6-8 x 4-5 მკმ, ანაბეჭდი კი ყავისფერია.
მისი რბილობი მოთეთროა, ახასიათებს ნუშის სუნი, გადატეხისას ფეხი ოდნავ უვარდისფერდება.
იზრდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამადე ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით კი ფიჭვნარში.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. საჭმელად ვარგისია.
ძირბოლქვა ქამა შეიძლება აგვერიოს შხამაში (Amanito phalloides), რომელიც მომაკვდინებლად შხამიანია. ძირბოლქვა ქამასაგან განსხვავებით, შხამას ნუშის სუნი არ ახასიათებს, მისი ფირფიტები ყოველთვის თეთრია და ფეხის ძირში აქვს ვოლვა. ძირბოლქვა ქამა ასევე შეიძლება აგვერიოს შხამიან ქამაშიც (Agaricus xanthodermus), რომელიც ხასიათდება ფენოლის მძაფრი სუნით და ფეხის ძირში გადატეხისას სწრაფად ყვითლდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 36-37, ISBN 978-9941-8-4547-5