ძველი ინდოეთის სულიერი სამყარო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ინდოელთა რელიგიური წარმოდგენები

რედაქტირება

უძველეს ხანაში ინდოელები აღმერთებდნენ ბუნების ძალებს. მათ ჰყავდათ მიწისა და ცის, ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის, მზისა და ქარის ბოროტი და კეთილი ღმერთები. ინდოელებმა მრავალი ღმერთიდან ერთი, ყველაზე უძველესი და უძლიერესი-ბრაჰმა გამოყვეს. ინდოელთა წარმოდგენით, ბრაჰმამ ქვეყნის მოსახლეობა ოთხ ძირითად ნაწილად-ვარნად დაყო. პირველ ვარნას ქურუმები შეადგენდნენ. მეორე ვარნა მეომრებსა და მოხელეებს აერთიანებდა. მიწათმოქმედნი, მესაქონლეები, ხელოსნები ვაჭრები მესამე ვარნას წარმოქმნიდნენ, ხოლო მეოთხე ვარნა დაპყრობილი ტომებისა და უთვისტომოებისგან შედგებოდა.ვარნებს შორის რაიმე ნათესაურ კავშირს ან ერთი ვარნიდან მეორეში გადასვლას ბრაჰმას კანონი სასტიკად კრძალავდა. ადამიანებს, რომლებიც არც ერთ ვარნას არ განეკუთნებოდნენ, მიუკარებლები ეწოდებოდათ. მათი შეხება და შეხედვაც კი შეურაცხყობის ტოლფასად მიიჩნეოდა. ისინი სახელმწიფოში ყველაზე ჭუჭყიან და მძიმე სამუშოს ასრულებდნენ.ქრ.შ-მდე VI საუკუნეში ინდოეთის ერთ-ერთი პატარა სამეფოს უფლისწულმა გაუტამამ, თქმულების მიხედვით, მიატოვა ოჯახი ცალკე განდგომილი ცხოვრება დაიწყო. მან ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის, თავის თავში ჩაღრმავების შედეგად, შეიცნო ჭეშმარიტება. იგი გახდა ბუდა ანუ „გასხივოსნებული“. გაუტამამ ახალი რელიგიის ბუდიზმის ქადაგება დაიწყო. ბუდიზმი უარყოფდა ინდოეთის ვარნებად დაყოფას და ყოველგვარ ძალადობას. ამ მოძღვრების თანახმად, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სხვა ცოცხალ არსებაში (ცხოველში, ფრინველში, მწერში, მცენარეში ან ისევ ადამიანში) გადასახლდება.

ლიტერატურა და მეცნიერება ძველ ინდოეთში

რედაქტირება

ქრ.შ-მდე V–VI საუკუნეებში ბრაჰმანებმა ლიტერატურული ენა სანსკრიტი და მისი შესატყვისი გრამატიკაც შექმნეს. ინდოელმა მეცნიერებმა, მსოფლიოში პირველებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწას აქვს სფეროს ფორმა და ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. ჯერ კიდევ დრავიდების ხანაში ინდოელმა მეცნიერებმა ნულის მნიშვნელობა შემოიღეს. ნულის დახმარებით ერთიდა იგივე ციფრი ათეულის, ასეულის და ა.შ. რიცხვის აღმნიშვნელი შეიძლება ყოფილიყო. ინდოელთა ეს გამოგონება მოგვიანებით არაბებმა აზიისა და ევროპის ქვეყნებში გაავრცელეს. ამიტომ მათ არაბული ციფრები ეწოდა. მსოფლიო ცივილიზაციის ძველმა ინდოელებმა თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი სახეობა-ჭადრაკი დაუტოვეს. ეს თამაში უძველესი დროიდან აზიისა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დიდი მოწონებით სარგებლობდა.სანსკრიტულ ენაზეა დაწერილი ინდოელთა საყვარელი და საამაყო პოემები: „მაჰაბჰარატა“ და „რამაიანა“. „მაჰაბჰარატაში“ არაჩვეულებრივი სიმძაფრითაა ასახული ორ გვარს შორის ხელისუფლებისათვის ბრძოლის მრავალწლიანი და დაძაბული ისტორია. პოემა „რამაიანა“ მოგვითხრობს უფლისწულ რამას გმირულ ბრძოლებზე თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ინდოელი ხალხი შესანიშნავი იგავ-არაკების ავტორიც იყო. ინდოელთა ლიტერატურულ ნაწარმოებებში გამოიხატა ხალხის შეხედულებები ადამიანის როგორც საუკეთესო, ისე მანკიერ თვისებებზე.