ძველი ესპანური დამწერლობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძველი ესპანური დამწერლობები — ზოგადი სახელწოდება დამწერლობის სისტემებისა, რომლებიც რომაული მმართველობის დამყარებამდე იბერიის ნახევარკუნძულზე გამოიყენებოდა. ტიპოლოგიურად მათი უმეტესობა უჩვეულო და იშვიათია, წარმოადგენენ გარდამავალ შრიფტებს ნახევრად სილაბურსა და ანბანს შორის, თუმცა ისინი ფინიკიური დამწერლობისაგან განვითარდნენ.

დამწერლობების გავრცელების არეალი, ესპანეთი

ძველი ესპანური დამწერლობები ძვ. წ. V საუკუნიდან, ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი VII საუკუნიდან ძვ. წ. I ან ახ. წ. I საუკუნემდე გამოიყენებოდა და მთავარ საშუალებას წარმოადგენდა იმდროინდელი ძველი ესპანური ენებისათვის. ზოგი მკვლევარი ფიქრობს რომ ისინი მხოლოდ ფინიკიური ანბანისაგან შეიქმნენ, მაშინ როდესაც, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბერძნულმა დამწერლობამ დიდი როლი ითამაშა მათს განვითარებაში.

დამწერლობები

რედაქტირება

ძველი ესპანური დამწერლობები მოიცავს სამ ძირითად სისტემას: სამხრეთის, ჩრდილოეთისა და გრეკო–იბერიული. ეს ძირითადი დამწერლობები ერთმანეთისაგან როგორც ასოთა მოხაზულობით, ისე მათი გამოთქმებით განსხვავდება.

სამხრეთ ესპანური დამწერლობის ნიმუშები ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილშია ნაპოვნი და დღემდე აღმოჩენილი ესპანური დამწერლობების მხოლოდ 5 %–ს წარმოადგენს. ძირითადად იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. მოიცავს შემდეგ შრიფტებს:

ჩრდილოური წარწერები ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის მეოთხედშია ნაპოვნი და აღმოჩენილი ძველესპანური დამწერლოებბის ნიმუშების 95 %–ს წარმოადგენს. ძირითადად იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს:

გარდა ამისა არსებობს

ეს უკანასკნელი პირდაპირ ბერძნული დამწერლობის იონური ვარიანტისაგან წარმოიშვა და გამოიყენებოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რეგიონებში, დღევანდელი ალიკანტესა და მურსიის პროვინციების ტერიტორიაზე.

სამხრეთის დამწერლობები ფინიკიურის მსგავსად მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა, ხოლო ჩრდილოეთისები მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც ბერძნული დამწერლობა.