იჩერი-შეჰერი

(გადამისამართდა გვერდიდან ძველი ბაქო)

იჩერი-შეჰერი (აზერ. İçərişəhər) — ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. 2000 წლის დეკემბერში იგი, როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ძველი ქალაქი ბაქო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°21′58″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.36611° ჩ. გ. 49.83500° ა. გ. / 40.36611; 49.83500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 958
საფრთხის ქვეშ 2003-2009 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 958
ინგლ.რუს.ფრ.

ძველი ქალაქის მონუმენტთა ძირითადი ნაწილი XII საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძველი ქალაქი, მათ შორის ქალწულის კოშკი, მე -12 საუკუნით თარიღდება. ზოგიერთი მკვლევარი კი ამტკიცებს, რომ ყიზყალასი ჯერ კიდევ მე -7 საუკუნეში აშენდა[1].

ბაქოში შუა საუკუნეების განმავლობაში, აშენდა ისეთი ძეგლები, როგორიცაა სინგი გალას მინარეთი (მე -11 საუკუნე), ციხე-კედლები და კოშკები (მე -11-მე -12 საუკუნეები), ქალწულის კოშკი, მულთანის ქარავანსარაი და ჰაჯი გიაიბის აბანო (15-ე საუკუნე), შირვანშაჰების სასახლე (მე -15-16 საუკუნეები), ბუხარის ქარავან-სარაი და გასიმბეის აბაზანო (მე -16 საუკუნე).

1806 წელს, როდესაც ბაქო რუსეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული რუსეთ-ირანის ომის დროს[2], ამ დროს ძველ ქალაქში 500 ოჯახი და 707 მაღაზია იყო, მოსახლეობა კიდე  7,000 შეადგენდა, რომელთა უმრავლესობას თათები შეადგენდნენ[3]. 1807 წლიდან 1811 წლამდე, ქალაქის კედლები გარემონტდა და ციხეები გაფართოვდა. ქალაქში ორი კარიბჭე იყო: სალიანის კარიბჭე და შემახის კარიბჭე. ქალაქი დაცული იყო კედლებით. პორტი გაიხსნა ვაჭრობისთვის და 1809 წელს შეიქმნა საბაჟო სამსახური. სწორედ ამ ხნის განმავლობაში ბაქომ დაიწყო ქალაქის კედლების მიღმა გაფართოება და წარმოიშვა ახალი უბნები[4].

რუსების ჩამოსვლის შემდეგ ძველი ქალაქის ტრადიციული არქიტექტურული სახე შეიცვალა. მე -19 საუკუნეში და მე -20 საუკუნის დასაწყისში მრავალი ევროპული შენობები აშენდა, ბაროკოსა და გოთური სტილის.

1865 წელს, ქალაქის კედლის ნაწილი, რომელიც გადაჰყურებდა ზღვას, დაინგრა და ქვები გაიყიდა და ასევე გამოიყენებოდა გარეუბანის მშენებლობისთვის. ამ გაყიდვებიდან მიღებული თანხა ბაქოს ბულვარის მშენებლობას მოხმარდა. 1867 წელს პირველი შადრევნები ბაქოს ბულვარში გამოჩნდნენ.

ამ პერიოდში კიდევ ორი კარიბჭე გაიხსნა, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია, როგორც თაღიევის კარიბჭე (1877). ახალი კარიბჭეებისა და გასასვლელების გახსნა უკვე საბჭოთა პერიოდში გაგრძელდა.

ძველი ქალაქი იყოფადა რამდენიმე კვარტალად, რომლებიც ასევე სოციალურ დაყოფას ემსახურებოდნენ. ზოგჯერ, ძველი ქალაქის განყოფილებები მეჩეთის სახელებს ატარებდნენ[5].

ციხე სიმაგრეები

რედაქტირება

ქალწულის კოშკი

რედაქტირება
 
ყიზყალასი

XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა. ქალწულის კოშკის მშენებლობის თარიღი უცნობია. კოშკის ზედა ნაწილში მარჯვენა მხარეს დამონტაჟებულია ქვის ფირფიტა ქუფური წარწერით, სადაც აღნიშნულია: „მასუდ იბნ-დავუდის გუბბე (გუმბათი)“. ამ წარწერის გამო კოშკს მე-11 საუკუნით ათარიღებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის უფრო ადრე არის აშენებული. კოშკის ირგვლივ არსებობს ბევრი ლეგენდა.

ჩრდილოეთის ციხის კარები

რედაქტირება
 
შჰ-აბასისა (მარცხნივ) და შემახის (მარჯვნივ) კარიბჭე

ციხის კედლების ჩრდილოეთ ნაწილში, ორი კარიბჭე მდებარეობს — შემახისა და შაჰ-აბასის კარიბჭეები. ასევე ცნობილია, როგორც „წყვილი ციხის კარიბჭე“.

წარსულში ბაქოს ირგვლივ რამდენიმე კედელი იყო გარშემორტყმული და ზემოთაღნიშნული კარიბჭეები უკვე არსებული, უძველეს კედელშია მოწყობილი, რომელიც მე -12 საუკუნით თარიღდება[6].

 
ოთხკუთხა კოშკი

1859 წელს ბაქო გახდა საგუბერნიო ქალაქი. მისი განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პროცესში ქალაქი კედლების მიღმა გაფართოვდა. 1880-იან წლებში, თავდაცვითი მნიშვნელობის დაკარგვით, ბაქოს ციხე ბაქოს საკრებულოს გადაეცა[7].

ოთხკუთხა კოშკი

რედაქტირება

ოთკუთხა კოშკი იჩერი-შეჰერში აშენდა XIV საუკუნეში ციხე-სიმაგრის კედლების შენარჩუნებისა და თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესების მიზნით. შუასაუკუნეების წყაროების თანახმად, ბაქოში 70 ნახევრად კოშკი და ერთი კვადრატული კოშკი იყო, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. შუა საუკუნეებში ამ კოშკებს იყენებდნენ იარაღის შენახვის ობიექტებად[8].

სასახლის კომპლექსი

რედაქტირება

ბაქოს ხანების სასახლის კომპლექსი

რედაქტირება

ბაქოს ხანები შემახის კარიბჭის მარცხენა მხარეს მდებარე სასახლეში ცხოვრობდნენ. 1806 წელს რუსეთის მიერ ბაქოს სახანოს დაკავების შემდეგ, სასახლეში განთავსებული იყო რუსული სამხედრო გარნიზონი.

ოდესღაც ამ ტერიტორიაზე იყო აყვავებული ბაღი აუზით. ჩვენამდე სასახლის კომპლექსისგან შემორჩა პორტალი და დარესტავრირებული პატარა მეჩეთი. სასახლის აბანო კი ჯერ კიდევ მიწის ქვეშ მდებარეობს.

შუა საუკუნეების ბოლოს ბაქოში მდებარე ციხე-კედლების უკან მდებარეობდა ხანის ბაღი და ხანის სასახლე. 1985-1986 წლებში არქეოლოგიური გათხრებისას ხანის სასახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მატერიალური კულტურის ნიმუშები, წყლის მილსადენი და მიწისქვეშა არქიტექტურული ნაგებობები.

შირვანშაჰების სასახლე

რედაქტირება
 
შირვანშაჰების სასახლე

შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. იგი აშენდა XIII—XVI საუკუნეებში. სასახლე მდებარეობს სამი შიდა ეზოში, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა დონეზე. ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს. დღეს შირვანშაჰების სასახლე აზერბაიჯანის არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება.

იჩერი-შეჰერის აბანოები

რედაქტირება

ქარავან-სარაი

რედაქტირება

მეჩეთები

რედაქტირება
  • სასახლის მეჩეთი ბაქოში
  • მუჰამედის მეჩეთი
  • შეიხ იბრაჰიმის მეჩეთი
  • ჯუმა-მეჩეთი (ბაქო)
  • სეიდ იაჰიას მეჩეთი
  • ბაბა კუჰი ბაქუვის მეჩეთი
  • ბეგლარის მეჩეთი
  • ჰაჯი ბანის მეჩეთი
  • ლეზგი მეჩეთი
  • მექთებ მეჩეთი
  • ჩინ მეჩეთი
  • გილეილის მეჩეთი
  • ჰაჯი ეიბათის მეჩეთი
  • მოლლა აჰმედის მეჩეთი
  • მირზა აჰმედის მეჩეთი
  • ხიდირ მეჩეთი

მუზეუმები

რედაქტირება
დასახელება მისამართი
1. ყიზყალასი ნეფთჩილარის პროსპექტი
2. შირვანშაჰების სასახლე ქიჩიქ გალას ქუჩა 46/11
3. არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ბოიუქ ქალას ქუჩა 42
4. მინიატურული წიგნების მუზეუმი გესრის ქუჩა 67
5. ვაგიფ მუსატაფაზადეს სახლ-მუზეუმი ვაგიფ მუსატაზადეს ქუჩა, 4
6. ქამილ ალიევის სახლ-მუზეუმი გულლეს ქუჩა 18
7. თაჰირ სალაჰოვის სახლ-მუზეუმი ეფენდიევის ქუჩა 55

იჩერი შეჰერი კულტურაში

რედაქტირება

ცნობილი აზერბაიჯანული და საბჭოური ფილმების ნაწილი იჩეჩრე-შეჰერში გადაიღეს. მათ შორის არიან „ბრილიანტის ხელი[9], „ადამიანი ამფიბია“, „აიბოლიტ-66“,„თეირანი-43“, „ნუ გეშინია, შენთან ვარ“, „დღე გავიდა“.

ფილმში „ბრილიანტის ხელი“ სცენები აღმოსავლეთ ქალაქში გადაიღეს იჩერი შეჰერში ლეონიდ გაიდაის გადაწყვეტილებით. ფილმში, ძველი ქალაქის ქუჩები, შირვანშჰაების სასახლე, მეჩეთის გუმბათები, მინარეტები და ციხესიმაგრის კედლებია ნაჩვენები.

იჩერი-შეჰერი გამოსახულია მრავალი ცნობილი მხატვრის ფერწერაში. ითვლება, რომ ბაქო პირველად 1630 წელს გამოსახა შვედეთიდან ჩამოსულმა ექიმმა და მოგზაურმა ენგელბერტ კემფერმა[10]. მის სურათში ბაქოს გარკვეულწილად მოგრძო ფორმა აქვს, ძლიერი ციხე-გალავანი გარს ერტყმის ქალაქს და ნაწილობრივ შედის ზღვაში.

ყურბან საიდის წიგნში „ალი და ნინო“ დეტალურადაა აღწერილი „ძველი ქალაქი“ , სადაც წიგნის მთავარი გმირი ალი ხან შირვანშირი ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ichari Shahar - The Heart of Baku
  2. Russia at War: From the Mongol Conquest to Afghanistan, Chechnya, and Beyond [2 volumes]
  3. Ethnic Groups of North, East, and Central Asia: An Encyclopedia
  4. Фатуллаев, Шамиль. Градостроительство Баку XIX - Начала XX Веков. Баку, Институт архитектуры и искусства Академии наук АзССР, 1978
  5. Baku's Old City
  6. Рзаев Н. Северные ворота крепостных стен города Баку // Памятники архитектуры Азербайджана. Вып. 2. — Баку: Азернешр, 1950. — С. 26.
  7. Рзаев Н. Северные ворота крепостных стен города Баку // Памятники архитектуры Азербайджана. Вып. 2. — Баку: Азернешр, 1950. — С. 26.
  8. Бретаницкий Л. С. Зодчество Азербайджана XII-XV вв. и его место в архитектуре Переднего Востока. — Наука, Главная редакция восточной литературы, 1966. — 556 с.
  9. "Черт побери" спустя полвека
  10. Баку в изображении художников