ძარღვასოკო
ძარღვასოკო (ლათ. Gomphus clavatus) — ქუდიანი სოკო. უკუკონუსისებრი ნაყოფსხეული აქვს, სიმაღლე 10 სმ აღწევს, დიამეტრი — 6 სმ. ქუდი თანდათან გადადის ფეხში. ხშირად ძირით რამდენიმე ცალია შეზრდილი. გარედან ძირამდე დაუყვება სიგრძივი ძარღვები; მოიისფრო ან მოყვითალო-მოყავისფროა. იზრდება ნაძვნარსა და ნაძვნარ-ფიჭვნარში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი.
ძარღვასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ძარღვასოკო | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gomphus clavatus | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264.