ცხენიკუდა (ლათ. Erigeron canadensis) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-150 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი, ჩვეულებრივ, ზედა ნაწილში დატოტვილი, შეფოთლილი, დაფარულია მარტივი, გაფშეკილი ბეწვით. ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, მჯდომარე. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფართოდ დაკბილული. ყვავილედი შედარებით ვიწრო საგველაა. კალათები მრავალრიცხოვანია, ყვავილები – თეთრი. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების რუდერალურ ადგილებში, ნათესების მახლობლად, მდელოებზე და ტყეში, მდინარეებსა და ტბებთან, გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ევროპას, შუა აზიას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას.
-
ყვავილები
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია