ცხაკაიას მიწერილი სანადირო მეურნეობა
ცხაკაიას მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ცხაკაიას რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება ფლობდა მიწერილი მეურნეობის სახით 82 000 ჰექტარ სანადირო სავარგულს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — გეგეჭკორისა და აბაშის რაიონები. დასავლეთით — ხობის რაიონი, ჩრდილოეთით — ჩხოროწყუს რაიონი, სამხრეთით — ლანჩხუთის რაიონი. მეურნეობა ძირითაღად ვაკეზე იყო მოთავსებული.
რაიონის მონადირეები ზრუნავდნენ სანადირო მეურნეობის განვითარებისათვის. 1965 წელს აქ ჩამოაყალიბეს სანადირო მეურნეობა „ჭალადიდი“, სადაც კარგადა იყო დაცული შველი, ხოხობი და კურდღელი.
მეურნეობაში აშენებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი, გაძლიერებული იყო დაცვა და ჩატარებული იყო ნადირ-ფრინვლის აღრიცხვა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველებისა, რაიონში გვხვდებოდა არჩვი, მაჩვი, კვერნა, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ. გადაფრენის დროს ბევრი იყო ტყის ქათამი და მწყერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 196, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.