სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბექარიანი.

ცოლაკ ბექარიანი (სომხ. Ցոլակ Բեքարյան; დ. 30 ოქტომბერი, 1922, ადის-აბება, ეთიოპია — გ. 23 აგვისტო, 1980, სორტავალო, კარელია, რუსეთის სფსრ[1]) — სომეხი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი.

ცოლაკ ბექარიანი
მშობლიური სახელი Ցոլակ Բեքարյան
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1922
ადის-აბება
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1980 (57 წლის)
სორტავალო, კარელია
საქმიანობა კომპოზიტორი, მევიოლინე
აქტიური 1948-1980

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ადის-აბებაში, ეთიოპია, სომეხი პოეტისა და პროზაიკოსის ვაღინაკ ბექარიანის ოჯახში. 1926 წელს მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ სომხეთში.

1940–1942 წლებში სწავლობდა რ. მელიქიანის მუსიკალურ სკოლაში, ვიოლინოს სპეციალობით. 1948 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია ვიოლინოს სპეციალობით. 1945-1965 წლებში მუშაობდა სიმფონიურ ორკესტრში. 1965–1980 წლებში ასწავლიდა ხაჩატურ აბოვიანის სახელობის ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში[2].

გარდაიცვალა კარელიის ქალაქ სორტავალოში (დასასვანებელ სახლში).