ცნობილ მწერალთა ფსევდონიმები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩამონათვალში მოცემულია ცნობილ მწერალთა ფსევდონიმები, რომელთაც ისინი თავიანთ ნამუშევართა გამოქვეყნებისას იყენებდნენ.

მწერლები

რედაქტირება
ფსევდონიმი ნამდვილი სახელი დეტალები
ბორის აკუნინი გრიგორი ჩხარტიშვილი
გაბრიელა მისტრალი ლუისა გოდოი ალკაიაგა ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი, 1945 წელს გახდა პირველი ლათინოამერიკელი ნობელიანტი ლიტერატურაში
ე. ლ. ჯეიმსი ერიკა მიჩელი ავტორი ტრილოგიისა „ორმოცდაათი ელფერი“
ვაჟა-ფშაველა ლუკა რაზიკაშვილი ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი
ვოლტერი ფრანსუა მარი არუე XVIII საუკუნის ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი
კასანდრა კლერი ჯუდიტ რამლეტ ლუისი თანამედროვე ამერიკელი მწერალი
ლუის კეროლი ჩარლზ ლუთრიჯ დოჯსონი XIX საუკუნის ბრიტანელი მწერალი და მათემატიკოსი, ავტორი რომანისა „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“
მარკ ტვენი სემიუელ კლემენზი XIX საუკუნის ამერიკელი მწერალი და იუმორისტი
მოლიერი ჟან ბატისტ პოკლენი XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგი
ო. ჰენრი უილიამ სიდნი პორტერი ამერიკელი მწერალი
პ. ლ. ტრევერსი ჰელენ გოფი ავტორი წიგნების სერიისა მერი პოპინსის შესახებ
პაბლო ნერუდა რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო XX საუკუნის ნობელიანტი ჩილელი პოეტი
ჟორჟ სანდი ამანდინა ავრორა ლუსილ დუპენი XIX საუკუნის ფრანგი რომანისტი და ქალთა უფლებების დამცველი
რიჩარდ ბახმანი სტივენ კინგი თანამედროვე ამერიკელი საშინელებათა ჟანრის ავტორი
რომენ გარი რომან კაცევი XX საუკუნის ფრანგი მწერალი
სტენ ლი სტენლი მარტინ ლიბერი ამერიკელი მწერალი, კომპანია „მარველის“ კომიქსების ავტორი
სტენდალი ანრი მარი ბეილი XIX საუკუნის ფრანგი მწერალი
ჯორჯ ორუელი ერიკ ართურ ბლერი XX საუკუნის ბრიტანელი ავტორი და ესეისტი