ციხისძირის ეკლესია

ციხისძირის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, იმ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, რომელზეც ქსნის ციხეა აღმართული. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,05 X 4,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თითო სარკმელი დასავლეთ (კამარის კეხზეა მიბჯენილი) და სამხრეთ კედლებშია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება