ცისფერი ქედი
ცისფერი ქედი, ბლუ-რიჯი (ინგლ. Blue Ridge Mountains) — მთაგრეხილები და მასივები (მათ შორის შავი მთები, ნისლიანი მთები) აპალაჩის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აშშ-ში. აღმართულია პიდმონტის პლატოზე. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2037 მ (მთა მიჩელი). აგებულია მეტამორფული ქანებით. კალთებზე ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები და სუბალპური მდელოებია.
ცისფერი ქედი | |
---|---|
ცისფერი ქედი | |
კოორდინატები: 35°45′53″ ჩ. გ. 82°15′55″ დ. გ. / 35.76472° ჩ. გ. 82.26528° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
უმაღლესი წერტილი | მიჩელი |
სიმაღლე | 2037 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
ამგებელი ქანები | მეტამორფული ქანები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 228.