ცისკრის ქუჩა
ცისკრის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ნიკიფორე ირბახის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლუარსაბოვის ქუჩა. 1923 წელს არტო მიქელოვის ქუჩა დაერქვა. ცისკრის ქუჩა უწოდეს XX საუკუნის 70-იან წლებში. ქუჩაზე და შესახვევში შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.
ცისკრის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ლუარსაბოვის ქუჩა, არტო მიქელოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 197, ISBN 978-99928-20-35-3.