ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ფიჭვი (ლათ. Pinus sibirica) — მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეებია. სიმაღლეში აღწევს 35-44 მ-ს. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 500 წელი (ზოგიერთი ცნობით 800-850 წელი).
ციმბირული ფიჭვი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pinus sibirica | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42415 | ||||||||||||||
|
არეალის ჩრდილოეთ ნაწილში ხარობს ზღვის დონიდან 100-200 მ სიმაღლეზე, ხოლო სამხრეთით 1000-2400 მ-მდე, ალპურ სარტყლამდე. გირჩა მსხვილი აქვს, წაგრძელებული და კვერცხისებრი ფორმის, რომლის სიგრძეა 13 სმ. ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირისა და ურალის ტერიტორიაზე.
ციმბირული ფიჭვის ნაყოფი ძვირფასი საჭმელი პროდუქტია.