ცილინი
ცილინი (ჩინ.: 麒麟) — მითიური ფანტასტიკური არსება, ჩინურ და აღმოსავლეთ აზიის კულტურაში. ცილინს დრაკონის თავი და რქები, ცხენის ჩლიქები, ხარის კუდი და მგლის შუბლი აქვს. ის სიცოცხლით აღსავსე, გონიერი და მშვიდია. ამავდროულად, იგი განდევნის ეშმაკებს. ზოგიერთ რეგიონში სწამთ, რომ ცილინი მათ აჩუქებს ვაჟიშვილს, სწორედ ამიტომ, ჩინურ ხელოვნებაში ამ მითოსულ ცხოველს ხშირად გამოხატავენ ჩვილი ბავშვით.
წარმოშობა
რედაქტირებაამბობენ, რომ პირველი ცილინი ლეგენდარული იმპერატორის ხუანგდის (ყვითელი იმპერატორი) ბაღში გამოჩნდა ძვ.წ. 2697 წელს. სამი საუკუნის შემდეგ წყვილი ცილინი შენიშნეს იმპერატორი იაოს დედაქალაქში.
დიდებული ბრძენის გამოჩენა ცნობილი გახდა, როდესაც ცილინი გამოჩნდა კონფუცის ფეხმძიმე დედასთან. ამის შემდეგ ცილინმა დააგვირგვინა ნეფრიტის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ჯერ არდაბადებული ბავშვის სიდიადე. კონფუცის გარდაცვალება წინასწარ იყო ნაჩვენები, როდესაც ცილინი თანავარსკვლავედი მეეტლეს მიერ იქნა დაჭრილი.
1414 წელს პირველად ჩინეთში მიიყვანეს ჟირაფი და მინის დინასტიის იმპერატორ იონგლეს წარუდგინეს, როგორც ცილინი. ძველმა საშიშმა მეომარმა დაინახა თავისი გამჭოლი გონებით მიზანმიმართული მლიქვნელობა და ფრთხილად აღნიშნა, რომ ჟირაფი არავითარ შემთხვევაში არ იყო ბრძენი ცხოველი ცილინი. იაპონიაში ჟირაფს უწოდებენ კირინს, მაგრამ სიმბოლოები აქვს ცილინის.
აღწერა
რედაქტირებაცილინი შეიძლება გამოსახული იყოს ან შეფასდეს სხვადასხვა გზებით.
ცილინს ზოგადად აქვს ჩინური დრაკონის მსგავსი თვისებები. აღსანიშნავია მათი თავები, თვალები სქელი წამწამებით ყოველთვის ზევით მიმართული და წვერი. სხეული არის სასვე ან ნაწილობრივ ქერცლიანი. ხშირად ქმნიდნენ ხარის, ირმის ან ცხენის მსგავს. ყოველთვის ნაჩვენებია გაყოფილი ჩლიქებით. თანამედროვეობაში ცილინის აღწერა ხშირად გამოიყენება დასავლური მარტორქის კონცეფციაში.
ჩინურ დრაკონს აქვს რქები, ამიტომაც ყველაზე გავრცელებულია ცილინი რქებით. დრაკონები ჩინეთში ყველაზე ხშირად გამოსახულია ოქროსი, ამიტომაც ცილინიც ხშირად ოქროსია გამოსახული, მაგრამ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ოქროთი და შეუძლია იყოს ნებისმიერი ცისარტყელას ფერი, ფერადი. ასევე მისი ბეწვი ან კანი სხვადასხვა ფერისაა.
ცილინი გამოსახულია ჩინური ხელოვნების ვრცელ დიაპაზონში, ასევე მისი სხეულის ნაწილებით ცეცხლში, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ მათ აქვთ ფრთიანი მახასიათებლები ან დეკორაცია, ფუმფულა ხუჭუჭა თმის ქოჩორი, როგორიც მინის დინასტიის ცხენებს. მრავალფეროვანი ფეხის ნაწილები ქაჩაჩიდან ზედა ფეხებამდე.
ცილინი ხშირადაა გამოსახული ბრწყინვალე, ყველაზე ძვირფასი ქვებით, როგორც ჩინური დრაკონი. ისინი ხშირად დაკავშირებული არიან სხვადასხვა ელემენტების ფერებთან, ძვირფას მეტალებთან, ვარსკვლავებთან და ძვირფას ქვებთან. მაგრამ ცილინი შეიძლება იყოს ამქვეყნიური და მოკრძალებული ბნელი არსება. ნათქვამია, რომ მათი სასიკეთო ხმა ჰგავს ზარების ჟღარუნს, ზარების რეკვას და ქარის ქროლვას.
ტაოისტური მითოლოგიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზარლად გამოიყურებიან, მაგრამ მხოლოდ ბოროტებას სჯიან, შესაბამისად არსებობს რამდენიმე ვარიანტი სასამართლო პროცესებისა და გადაწყვეტილებების, ცილინის ღვთაებრივ ცოდნაზე,უძველეს ცოდნასა და ისტორიებში იყო თუა არა ბრალდებული კეთილი თუ ბოროტი, დამნაშავე თუ უდანაშაულო.
ბუდისტური ხელოვნება ასახავს, რომ ცილინი უარს ამბობს მიწაზე სიარულზე, რადგან აქვს ბასრი საგნების შიში, შესაბამისად ის ხშირად გამოსახულია წყალზე ან ღრუბლებზე მოსიარულე. რამდენადაც ისინი არიან ღვთაებრივი და მშვიდობიანი ქმნილებები, მათი დიეტები არ შეიცავს ხორცს. ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ, როცა დადიან, რომ არ გათელონ ცოცხალი არსებები, ასევე ჩნდებიან ისეთ ადგილებში, რომელსაც მართავს ბრძენი და ქველმოქმედი ლიდერი. ისინი ხდებიან სასტიკები, როდესაც ხედავენ, რომ უდანაშაულო, უმწიკლო პიროვნებას ემუქრება საფრთხე ბოროტისგან. ამ დროს პირიდან უშვებენ ცეცხლსა და იყენებენ სხვადასხვა სასტიკ ძალებს, რომელიც ამბიდან ამბავზე იცვლება.
ჩინეთში ცილინი არის სიმბოლო წარმატების, თავდაცვის, კეთილდღეობის, წარმატებისა და დღეგრძელობის. ცილინი ასევე ნაყოფიერების სიმბოლოა.
სარიტუალო ცეკვებში
რედაქტირებაზოგიერთ ისტორიებში ნათქვამია, რომ ცილინი არის ღვთაებების წმინდა ცხოველი. აქედან გამომდინარე, ჩინური ცეკვების იერარქიაში (ლომის ცეკვა, დრაკონის ცეკვა, და ა.შ.) ცილინის ცეკვა მაღალ საფეხურზე დგას. ის იკავებს მესამე ადგილს დრაკონისა და ფენიქსის შემდეგ.
ცილინის ცეკვაში, მოძრაობები არის სწრაფი, ძლიერი თავის დარტყმებით. ცილინის ცეკვა განიხილება, როგორც რთულად შესასრულებელი თავის სიმძიმის და მახვილი, უეცარი ენერგიის ნაკადის გამო (ჩინ.: 法勁).
როგორც მარტორქა
რედაქტირებაცილინი (麒麟) ხშირად ინგლისურად ითარგმნება, როგორც „მარტორქა“ ზოგჯერ, იმიტომ, რომ მასაც ერთი რქა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცილინს ხშირ შემთხვევაში ორი რქა აქვს. ჩინურ მითოლოგიში არსებები შესაძლებელია გამოსახულნი იყვნენ ერთი რქით. ცილინს კი, რომელიც ერთი რქითაა გამოსახული ჩინურ ენაში უწოდებენ „ცალრქიან ცილინს“ და არა მარტორქას.
სწორედ უცნაური, ზებუნებრივი, მითოლოგიური, მისტიკური და რელიგიური მსგავსებების გამო ჩინურმა მმართველობამ რამდენიმეჯერ მოჭრა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რომელზეც ერთი მხრიდან გამოსახული იყო ცილინი, ხოლო მეორე მხრიდან დასავლური მარტორქა.
ცვლილებები
რედაქტირებაარსებობს ვარიანტები ცილინის გამოჩენის, თუნდაც ჩინეთის ისტორიაში, იმის გამო, რომ არსებობს კულტურული განსხვავებები დიანსტიებსა და რეგიონებს შორის.
ჩინეთი
რედაქტირებაძინის დინასტია
რედაქტირებაძინის დინასტიის დროს ცილინი წარმოდგენილი იყო ალში და კვამლში გაბრწყნებული დრაკონის მსგავსი თავით და ძლიერი ჩლიქიანი ცხოველის ტანით, როგორიცაა ცხენი.
მინის დინასტია
რედაქტირებამინის დინასტიის პერიოდში (1368–1644) ცილინი წარმოდგენილი იყო, როგორც ჩლიქიანი ცხოველი ხარი, დრაკონის მსგავსი თავითა, რომელსაც წყვილი რქა უმშვენებდა და ალით, თითქოს თავის ორნამენტი ყოფილიყოს.
ცინის დინასტია
რედაქტირებაცილინი ჩინეთის შემდგომი ცინის დინასტიის (1644–1911) დროს იყო ფანტასტიკური და უცნაური ცხოველი. ცილინის იმდროინდელი ნახატები გვიჩვენებს ცილინს, არსებას დრაკონის თავით, ფურირემის რქებით, თევზის კანით, ხარის ჩლიქებითა და ლომის კუდით.
კორეა
რედაქტირებაგირინი ან 기린 არის ცილინის კორეული ფორმა. იგი აღწერილია, როგორც ფაფრიანი არსება ირმის ტანით, ხარის კუდითა და ცხენის ჩლიქებით. თავდაპირველად ცილინი კორეულ ხელონებაში უფრო ირმის მსაგვსი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის უფრო ცხენს დაემსგავსა. ის იყო ერთ-ერთი ოთხ ღვთაერივ არსებაში დრაკონთან, ფენიქსთან და კუსთან ერთად. გირინი ინტენსიურად გამოიყენებოდა კორეულ სამეფო და ბუდისტურ ხელოვნებაში.
თანამედროვე კორეული ტერმინი „გირინი“ გამოიყენება, როგორც „ჟირაფი“.
იაპონია
რედაქტირებაკირინი არის იაპონური ფორმა ცილინისა, რომელიც თანამედროვეობაში ასევე გამოიყენება, როგორც ჟირაფი. განსხვავებით ჩინურ ხელოვნებაში, იაპონურ ხელოვნებაში კირინი უფრო ირმის მსგავსია. გარდა ამისა, ის გამოსახულია დრაკონთან მიმსგავსებული, მაგრამ ლომის კუდის ნაცვლად აქვს ხარის კუდი. კირინ ბრევერი კომპანიას Ltd-ს სახელი ცხოველის პატივსაცემად დაერქვა და ასევე ეტიკეტზე გამოიყენებენ კირინის ნახატს. ისინი ასევე ხშირად გამოისახება მარტორქის უმნიშვნელო მსგავებით, მაგრამ საწინააღმდეგო ხვეულა რქით.
ჩინური მითოლოგიური ცხოველების იერარქიაში, ცილინი მესამე ადგილს იკავებს, როგორც ყველაზე ძლევამოსილი არსება დრაკონის და ფენიქსის შემდეგ, მაგრამ იაპონიაში კირინი პირველ ადგილზეა. ეს არის უძველესი ჩინეთის სტილი, რადგან ცინის დინასტიამდე ცილინი დრაკონზე და ფენიქსზე მაღლა იდგა და იკავებდა პირველ ადგილს. ჭოუს დინასტის დროს ცილინი უმაღლეს ადგილზე იდგა, მეორე ადგილს ფენიქსი იკავებდა, ხოლო მესამეს დრაკონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Patricia Bjaaland Welch. Chinese Art: A Guide to Motifs and Visual Imagery. Tuttle Publishing, 2008. ISBN 0-8048-3864-X. Pages 140—141.
- ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ თბ.2015 გვ.43
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ცილინი