ციალა ღუდუშაური
ციალა ღუდუშაური (დ. 1929, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი.
ციალა ღუდუშაური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1929 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი, პედაგოგი და ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
1952-1970 წლებში მუშაობდა ქალაქი მოსკოვის იშვიათი ლითონების სამეცნიერო-კვლევთი ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის განყოფილებაში ჯგუფის ხელმძღვანელად. მის მიერ შემუშავდა და დაინერგა იშვიათ ლითონთა შენადნობების მრავალი მეთოდიკა. მან აქტიური წვლილი შეიტანა გეოლოგიის, მინერალოგიის და გამდიდრების განყოფილების თემატური სამუშაოების შესრულებაში. 1970 წელს ციალა ღუდუშაური საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე იწყებს მუშაობას. ის კითხულობს სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში და ანალიზის ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებში, აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და პარალელურად სახელმძღვანელოების შექმნაზეც მუშაობს. 1993 წელს მან გამოსცა პირველი ქართულენოვანი დამხმარე სახელმძღვანელო „თვისებითი ანალიზის მჟავურ-ტუტიანი მეთოდი“. 1995 წლიდან ის ზოგადი ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ციალა ღუდუშაური წლების მანძილზე ასრულებდა ანალიზური ქიმიის კათედრის გამგის მოადგილის მოვალეობას. ის სტუ-ს ქალთა საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვანი მეთოდი: მონოგრაფია, თბილისი, სტუ, 2014, გვ. 307 ISBN 9789941204357
- ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები: სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბილისი, სტუ, 2008, გვ. 340 ISBN 9789941142918
- ანალიზის ფოტომეტრიული მეთოდები : დამხმ. სახელმძღვ. თბილისი, სტუ, 2000, გვ. 53 ISBN 9992878592
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები, თბილისი, 2008, გვ. 179-180