„ცეცხლის ალში“ (ინგლ. Catching Fire) — ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია „შიმშილის თამაშების“ მეორე რომანი, ქეთნის ევერდინის ისტორიის გაგრძელება გამოგონილ პოსტაპოკალიპტიკურ მსოფლიოში. აშშ-ში რომანი გამოვიდა 2009 წელს და მოკლე დროშივე ბესტსელერი გახდა[2].

ცეცხლის ალში
Catching Fire
Catching fire book.JPG
ავტორი სიუზენ კოლინზი
გარეკანის მხატვარი ტიმ ო'ბრაიენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია შიმშილის თამაშების ტრილოგია
ჟანრი სათავგადასავლო
დისტოპიური
სამეცნიერო ფანტასტიკა[1]
გამომცემელი Scholastic
გამოცემის თარიღი სექტემბერი 1, 2009
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2013
გვერდი 391
oclc 288932790
წინამორბედი შიმშილის თამაშები
მომდევნო კაჭკაჭჯაფარა
ISBN 978-0-545-22724-7

შექმნის ისტორიარედაქტირება

აშშ-ში რომანი გაყიდვაში უნდა გასულიყო 2009 წლის 8 სექტემბერს, თუმცა მრავალრიცხვოვანი თხოვნების გამო გამოცემის თარიღი შეიცვალა (ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ გამოსვლის თარიღი უნდა ყოფილიყო სასწავლო წლის დასაწყისზე ადრე და არაუგვიანეს შრომის დღისა[3], რომელიც 2009 წელს აღინიშნებოდა 7 სექტემბერს), და „ცეცხლის ალში“ გამოიცა 1 სექტემბერს[4] 350 000-იანი ტირაჟით[3]. ამასთანავე გამოცემამდე დიდი ხნით ადრე BookExpo America-ისგან[5] ხელმისაწვდომი იყო ელექტრონული ვერსია წინასწარი კითხვისთვის[6], 2009 წლის მაისში კი გამომცემლობამ წიგნი პრიზის სახით გამოიყენა „შიმშილის თამაშების“ შემოქმედებით კონკურსზე. პრაქტიკულად იმავე დროს გამოვიდა აუდიოწიგნი, ხოლო 2010 წლის 3 ივლისისთვის „ცეცხლის ალში“ ხელმისაწვდომი იყო Amazon Kindle-სთვის[7]. ნახევარ წელიწადში (2010 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით) გაიყიდა 750 000-ზე მეტი ასლი[8].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Mockingjay proves the Hunger Games is must-read literature“, io9, August 26, 2010. ციტირების თარიღი: February 12, 2013. 
  2. Hopkinson D.. (2008-09) A riveting return to the world of ‘The Hunger Games’. Review. BookPage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  3. 3.0 3.1 The On-Sale Calendar: September 2009 Children's Books. New Titles. Publishers Weekly (2009-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  4. Suzanne Collins Catching Fire. — New York: Scholastic Press, 2009. — 391 p. — ISBN 0439023491
  5. Официальный сайт BookExpo America.(ინგლისური)
  6. Roback D. 'Hunger Games 2': A First Look(ინგლისური) // Publishers Weekly. — 2010-01-22. — В. Publishers Weekly.
  7. Catching Fire (The Second Book of the Hunger Games). Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  8. Roback D.. (2010-02-11) 'Mockingjay' to Conclude the Hunger Games Trilogy. Book News. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.