ცესვაინე
ცესვაინე (ლატვ. Cesvaine) — ქალაქი ლატვიაში. ცესვაინეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვიძემეს რეგიონში. მოსახლეობა 1 662 ადამიანი (2011).
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ცესვაინე Cesvaine | |||
ცესვაინეს სასახლე | |||
| |||
ქვეყანა | ლატვია | ||
დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||
რეგიონი | ვიძემე | ||
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | ცესვაინე | ||
კოორდინატები | 56°58′06″ ჩ. გ. 26°18′24″ ა. გ. / 56.96833° ჩ. გ. 26.30667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1991 | ||
პირველი ხსენება | 1209 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1991 | ||
ფართობი | 5,11 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 662[1] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 325,2 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | (+371) 648 | ||
საფოსტო ინდექსი | LV-4871 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.cesvaine.lv | ||
ისტორია
რედაქტირება1209 წელს ცესვაინე ცენტრალური ლატვიის სხვა მიწებთან ერთად შევიდა ლივონიის საეპისკოპოსოს შემადგენლობაში. 1211 წელს იგი მახვილოსანთა ორდენის ხელში გადავიდა, ხოლო 1213 წელს დაუბრუნდა საეპისკოპოსოს. 1420 წელს ცესვაინეში მდგარი ხის ციხესიმაგრე შეიცვალა ქვის ციხესიმაგრით. XVI საუკუნის დასასრულისათვის ქალაქში იდგა 18 სახლი.
ლივონიის ომის პერიოდში რუსეთის ჯარებმა აიღეს და სრულიად გაანადგურეს ქალაქი. ომის შემდეგ, 1582 წელს, ცესვაინე გადაეცა პოლონეთს. 1656 წელს რუსულმა ჯარებმა კვლვ ბოლომდე გაანადგურეს ქალაქი. ახალი საქალაქო დასახლება გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ბარონმა ვულფმა იყიდა ცესვაინე და მისი შემოგარენი.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირება- ცესვაინეს სასახლე – აგებულია 1776 წელს.