ცერონისის სამარხი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცერონისის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში. სამარხი აღმოაჩინეს 1973 წელს სოფლის საშუალო სკოლის ეზოში, მიწის სამუშაოების დროს. თარიღდება ანტიკური ხანით. მიცვალებული ესვენა ხელფეხმოკეცილი, მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა წითლად გამომწვარი წმიდაკეციანი თიხის მაღალყელიანი სფერულტანიანი პატარა სასმისი და მინის მაღალტელიანი ბრტყელგვერდებიანი სანელსაცხებლე. მასალა დაცულია ცერონისის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კუთხეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 410.