ცენტრომერა

(გადამისამართდა გვერდიდან ცენტრომერები)

ცენტრომერა — ქრომოსომის უბანი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპეციფიკური სტრუქტურა და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა. ცენტრომერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედული ბირთვის გაყოფასა და გენთა ექპსრესიის კონტროლში.

ქრომოსომის აგებულების სქემა მიტოზის გვიან პროფაზა — მეტაფაზაში. 1 — ქრომატიდი; 2 — ცენტრომერა; 3 — მოკლე მხარი; 4 — გრძელი მხარი.

ფუნქციები

რედაქტირება

ცენტრომერა მონაწილეობას იღებს დობილი ქრომატიდების შეკავშირებაში, კინეტოქორის ფორმირებაში, ჰომოლოგიური ქრომოსომები კონიუგაციასა და გენთა ექსპრესიის კონტროლში.

სწორედ ცენტრომერის უბანშია დაკავშირებული დობილი ქრომოსომები მიტოზის პროფაზასა და მეტაფაზაში და ჰომოლოგიური ქრომოსომების პირველი მეიოზური გაყოფის პროფაზასა და მეტაფაზაში. ცენტრომერებზე მიმდინარეობს აგრეთვე კინეტოქორების ფორმირება: ცილები, რომლებიც უკავშირდებიან ცენტრომერას, ქმნიან წერტილს გაყოფის თითისტარას მიკრომილაკების მისამაგრებლად მიტოზისა და მეიოზის ანაფაზასა და ტელოფაზაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება