ქრომატიდები

(გადამისამართდა გვერდიდან ქრომატიდი)

ქრომატიდა (ბერძ. chroma-დან — „ფერი“, „საღებავი“ და ბერძ. eidos — „ხედი“) — ქრომოსომის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ფორმირდება ინტერფაზაში უჯრედის ბირთვში ქრომოსომის გაორმაგების (რეპლიკაციის) შედეგად.

ქრომოსომის კომპონენტები:

(1) ქრომატიდი
(2) ცენტრომერა
(3) მოკლე მხარი
(4) გრძელი მხარი

ქრომატიდას უწოდებენ დნმ-ის მოლეკულის ორი ასლიდან ნებისმიერს, რომლებიც ერთად ადგენენ რეპლიცირებულ ქრომოსომას და შეკავშირებულნი არიან ცენტრომერებით. ეს ტერმინი გამოიყენება მანამ, სანამ ცენტრომერები ჯერ კიდევ კონტაქტში არიან. მიტოზის ან მეიოზის ანაფაზის დროს ქრომოსომების გაყოფის შემდეგ ძაფებს უწოდებენ შვილობილ ქრომოსომებს. სხვა სიტყვებით, ქრომატიდები წარმოადგენენ რეპლიცირებული ქრომოსომების ნახევარ ნაწილებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bruce Alberts, Alexander Johnson, Julian Lewis, Martin Raff, Keith Roberts, Peter Walter (2002): Molecular biology of the cell, 4th ed. Verlag: Garland Science, New York. Online