ცენტრალური სუდანი

ცენტრალური სუდანი — სუდანის დიდი რეგიონის ნაწილი, დასავლეთ აფრიკის ისტორიული რეგიონი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ნიგერიის, ნიგერის და ჩადის ტერიტორიებს. აფრიკის უძველესი კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

მსგავსმა კლიმატურმა პირობებმა (საჰელის რეგიონისათვის დამახასიათებელი მშრალი სიცხე) გამოიწვია დაქსაქსულად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურისა და ისტორიული განვითარების მსგავსება (მსგავსი საცხოვრებელი შენობები, თიხისგან აგებული სახლები, ადგილზე დამაგრებული მიწათმოქმედების ან ნახევრადმომთაბარე ცხოვრების წესი).

სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები აქ გაჩნდა ცოტა უფრო გვიან, ვიდრე დასავლეთ სუდანში, რაც აიხსნება ტრანსსაჰარული სავაჭრო გზების მიმართულებებით, რომლებმაც ამ რეგიონში გადმოინაცვლეს XV საუკუნეში. ამავე დროს ვანგარას ტომის ვაჭრების დახმარებით რეგიონში ფართედ დაიწყო შემოსვლა ისლამმა.[1] ისლამიზაცია დამთავრდა მხოლოდ XIX საუკუნეში, რის შედეგადაც შეიქმნა სოკოტოს ისლამური ხალიფატი, რომლის დამაარსებელი უსმანა დან ფოდიო ატარებდა მოსახლეობის ძალდატანებითი ისლამიზაციის პოლიტიკას.

კოლონიამდელ პერიოდში აქ მდებარეობდა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები: კანემის იმპერია, სონგაის იმპერია, სოკოტოს ხალიფატი და ჰაუსას ხალხის ქალაქ-სახელმწიფოები (კანო, ზარია, ზამფარა, კადუნა, დაურა და სხვა).

მოსახლეობა

რედაქტირება

ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: ჰაუსა, კანური, ფულბე, სონგაი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ancient History of Western Sudan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-22. ციტირების თარიღი: 2017-08-29.