თბილისის ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი
(გადამისამართდა გვერდიდან ცენტრალური ბოტანიკური ბაღი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 24 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

ბოტანიკური ბაღი ნარიყალადან.

1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812–1878) საფლავია.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1]

ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909–14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება