ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — თბილისი
ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′05″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 41.701472° ჩ. გ. 44.807111° ა. გ. / 41.701472; 44.807111
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ჩუღურეთის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1857-1904

ეკლესიას თავდაპირველად „ჯუარის გამოჩენისა“ ერქვა და უგუმბათო იყო, პატარა ზომის, ქვითკირით ნაშენი. დ. კარიჭაშვილის კატალოგის მიხედვით ის ძველი ეკლესიის საძირკველზე დეკანოზ პეტრე იმნაძეს აუგია 1812 წელს. 1857-1859 წლებში პეტრე იმნაძის შვილის, დეკანოზ იოანეს მეცადინეობით ეკლესია გადააკეთეს, დასავლეთიდან კარიბჭე-საძვალე მიაშენეს და წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს. 1861-1863 წლებში იოანეს ძე პეტრემ ეკლესიას გუმბათი დაადგა.

1901-1904 წლებში საქართველოს ეგზარქოსის ნებართვით და მღვდელ სოლომონ შოშიაშვილის თაოსნობით, მრველიდან შეგროვებული სახსრებით ეკლესია გააფართოვეს, მას მიემატა ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები. 1901-1902 წლებში თბილისელმა თვითნასწავლმა მხატვარმა გიგო ზაზიაშვილმა ეკლესიის კედლები მოხატა თამარ მეფისა და დავით აღმაშნეებლის ფრესკებით, მანვე აღადგინა ეკლესიის ძველი მხატვრობა. მღვდელ შოშიაშვილის ინიციატივით XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ეკლესიასთან დაარსდა ქართული სამრევლო სასწავლებელი. 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. მოგვიანებით ეკლესიის შენობა „ქართული ფოლკლორის თეატრს“ დაეთმო. 1982 წელს ჩატარდა ეკლესიის შემოგარენის რეკონსტრუქცია (არქიტეტორები შ. ყავლაშვილი და გ. ბათიაშვილი). 1990-იან წლებში დეკანოზ გრიგოლ გოცირიძის ძალისხმევით მოხდა ეკლესიის რესტავრირება და აღდგა ღვთისმსახურება.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 2841