ჩუმლაყის წმინდა მარიამის ეკლესია

ჩუმლაყის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში, დგას შუა სოფელში, ნაცვლიაანთ უბანში, გურჯაანიდან თელავისკენ მიმავალ საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,2x4,7 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან ტლანქადაა გასწორებული ბათქაშით, რომელიც ქვებს შორეებს არეებს ავსებს და ზედაპირების მნიშვნელოვან ნაწილებს ფარავს.

ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა, კედლის ღიობი კავდრატული აგურითაა გამოყვანილი, იგი გარედან თაღოვანია, თაღი ჩასმული საფეხურით შეღრმავებულ არეში, რომელსაც ზემოდან აგურის ხერხული წყობით გამოყვანილი ფრიზი აგვირგვინებს. შესასვლელი შიგნიდან ხის ძელებითაა გადახურული. აფსიდში პატარა სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმელის ქვემოთ კედელზე რიყის ქვით ნაგები ტრაპეზია მიდგმული, აფისი გადახურულია და დაბლებული პროპროციების, დაუდევრად ნაწყობი კონქის თაღის მოხაზულობას იმეორებს დარბაზის კამარაც. საკურთხევლი დარბაზის მიმართ შემაღლებულია საფეხურით და დარბაზისაგან აგურით ნაწყობი კანკელით იყო გამიჯნული, რომლის შუაშიც კარია, საკურთხევლის იატაკი აგურითაა მოგებული დარბაზის შუაში მოზდილი ქვევრია ჩაფლული.

2009 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა (პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. ნიკაშუა), განაახლეს გარეთა კედლების საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოეწყო აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი. გაჯით შელესეს და მთლიანად შეათეთრეს ეკლესია, ასევე გადახურეს კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება