ჩუგუში
ჩუგუში (რუს. Чугуш) — მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე, მდინარე ბელაიის სათავეებში. ადიღეს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3237 მ. აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით. კალთები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარით, ზევით სუბალპური მდელოებია. არის 10-მდე კარული და დაკიდებული მყინვარი.
ჩუგუში | |
---|---|
ჩუგუში | |
კოორდინატები: 43°47′50″ ჩ. გ. 40°12′37″ ა. გ. / 43.79722° ჩ. გ. 40.21028° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 3237 მ |
ქედი | დასავლეთი კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 166.