ჩუბუტი (მდინარე)
ჩუბუტი (ესპ. Río Chubut) — მდინარე სამხრეთ არგენტინაში, პატაგონიის რეგიონში. სახელი მოდის ტეუელჩეს ხალხის სიტყვა chupat-დან, რაც გამჭვირვალეს ნიშნავს. ერთვის ატლანტის ოკეანეს.
ჩუბუტი | |
---|---|
მდინარე ჩუბუტი | |
ქვეყანა | არგენტინა |
სიგრძე | 800 კმ |
აუზის ფართობი | 53.801 კმ² |
ჩუბუტი ვიკისაწყობში |
მდინარე მიედინება ჩუბუტის პროვინციაში, მისი სიგრძე 800 კმ-ია. საკმაოდ წყალმარჩხია, პოპულარულია თევზაობა. აშენებულია სამტურბინიანი ჰიდროელექტროსადგური.