ტეუელჩე
ტეუელჩეს ხალხი (ესპ. Tehuelche; მაპუდუნგუნის ენაზე „მძვინვარე ხალხი“) — საერთო სახელი პატარა ტომებისა, რომლებიც ცხოვრობენ პატაგონიაში, პამპას რეგიონის სამხრეთ ნაწილში. მათ ასევე პატაგონებსაც უწოდებენ.
მულატო, ტეუელჩეს ბელადი | |
საერთო მოსახლეობა | |
---|---|
27 813 (2010 წლის აღწერით)[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
არგენტინა, ჩილე (ისტორიულად) | 27 813 |
სანტა-კრუსი, ჩუბუტი | ? |
ბუენოს-აირესის პროვინცია | ? |
ენები | ესპანური, მაპუდუნგუნი, ტეუელჩე (მკვდარი), პუელჩე (მკვდარი) |
რელიგიები | ანიმიზმი |
ტეუელჩეს ხალხი, რომელსაც ასევე უწოდებენ აონიკენკს (Aónikenk), სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ პატაგონიის ძირძველ ხალხს წარმოადგენს. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ტეუელჩეს ხალხზე გავლენა მოახდინა მაპუჩეს ხალხმა. ოდესღაც მომთაბარე ტეუელჩეს ხალხის მიწების კოლონიზაცია არგენტინისა და ჩილეს მიერ მე-19 საუკუნეში დასრულდა, რამაც თანდათანობით მათი ტრადიციულ ეკონომიკისა და ცხოვრების წესის რღვევა გამოიწვია. პატაგონიაში მეცხვარეობის დიდი ფერმების დაარსება განსაკუთრებით საზიანო გამოდგა ტეუელჩეს ხალხისთვის.
ვარაუდობენ, რომ სამხრეთ ამერიკის ევროპელი ადრეული მკვლევრების მონათხრობები პატაგონებზე, აქ მცხოვრები გიგანტური ადამიანების შესახებ, სწორედ ტეუელჩეს ხალხს გულისხმობდა, რადგან ისინი მართლაც საკმაოდ მაღლები არიან (საშუალო სიმაღლე 180 სმ). 2001 წლის აღწერის მონაცემებით, აქ ცხოვრობდა 4 300 ტეუელჩე.
თავდაპირველად ტეუელჩეს ხალხი ლაპარაკობდა ტეუელჩეს ენაზე, მაგრამ შემდგომში, არაუკანიზაციის შედეგად, ბევრი ტომი მაპუდუნგუნის კრებითი სახელწოდებით ცნობილ სხვადასხვა არაუკანულ დიალექტზე გადავიდა. გარდა ამისა, ტეუელჩეს ხალხის ერთი ნაწილისთვის მეორე სასაუბრო ენა იყო უელსური, რომელსაც ისინი უელსელ ემიგრანტებთან პატაგონიაში კომუნიკაციის დროს დაეუფლნენ.[2]