ჩუბინიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია
ჩუბინიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუბინიანთკარის სამხრეთ-დასავლეთით, 100 მეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,3 x 3 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთით მცირე ზომის ორი ნიშია. კედლები შიგნით და გარედან შელესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 342-343.