ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი

ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი (ინგლ. Northwest Passage) — საზღვაო გზა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ კანადის არქტიკული არქიპელაგის გადაკვეთაზე. ყველაზე მოკლე გზა წყლით ევროპიდან აზიაში. ერთმანეთს აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს.

ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი

პირველმა გამოიკვლია რუალ ამუნდსენმა 1903-06 წლებში. 2007 წლის სექტემბერში ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ არქტიკული ზღვის ყინულის რეგიონი ბოლო 30 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა, რამაც ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი სანაოსნოდ ხსნილი გახადა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება