ჩრდილოკავკასიური ინდაური

ჩრდილოკავკასიური ინდაურიინდაურის ჯიში. გამოყვანილია სტავროპოლის მხარის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში (1946–1956, სსრკ) ადგილობრივი და ბრინჯაოსფერი მკერდგანიერი ჯიშების შეჯვარების გზით. შეფერილია შავად, დასდევს ბრინჯაოსფერი ბზინვარება. ზრდასრული მამალი ინდაურები იწონიან 12–14 კგ-ს, დედლები 6–7 კგ-ს. კვერცხმდებლობა — 80–100 ცალი წელიწადში, რეკორდული — 170-ზე მეტი. ბრინჯაოსფერი ინდაურის ინგლისურ მკერდგანიერ ინდაურთან შეჯვარებით და თეთრი შეფერილობის შთამომავლობის გადარჩევით მიიღეს თეთრი ჩრდილოკავკასიური ინდაური, რომელიც გამოირჩევა ხორცის მაღალი ნაადრეობით. თეთრი ჩრდილოკავკასიური ინდაურების ხაზით შეჯვარებით მიღებული მოზარდეულები 180 დღის ასაკში იწონიან 4,5–5 კგ-ს. მოშენებული იყო ყოფილი სსრკ-ის მრავალ რაიონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Сметнев С. И., Птицеводство, 5 изд., М., 1970.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება