ჩრდილოეთ ჩუიის ქედი

ჩრდილოეთ ჩუიის ქედი (რუს. Северо-Чуйский хребет) — ქედი ცენტრალურ ალთაიში. მდინარე ჩუიისა და მდინარეების ყარაგემის და ჩაგანუზუნის შუამდინარეთში. სიგრძე დაახლოებით 120 კილომეტრი. სიმაღლე 4173 მეტრამდე (მთა მააშეიბაში). თანამედროვე გამყინვარების ფართობი 130 კმ²-ს აღწევს. აგებულია თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და მეტამორფული ქანებით. რელიეფი ღრმად არის დანაწევრებული. კალთები 2200-2400 მეტრ სიმაღლემდე შემოსილია ლარიქს-კედრიანი ტაიგით, უფრო ზევით ალპური მდელოები და ტუნდრაა.

ჩრდილოეთ ჩუიის ქედი
ჩრდილოეთ ჩუიის ქედი
ჩრდილოეთ ჩუიის ქედი
კოორდინატები: 50°04′ ჩ. გ. 87°35′ ა. გ. / 50.067° ჩ. გ. 87.583° ა. გ. / 50.067; 87.583
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი მააშეიბაში
სიმაღლე 4173 
სიგრძე 120 კმ
ჩრდილოეთ ჩუიის ქედი — რუსეთი
ჩრდილოეთ ჩუიის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება