გრიგოლ ჩიქოვანი

ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩიქოვანი, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქოვანი.

გრიგოლ სამსონის ძე ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 26 ნოემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი მწერალი.

გრიგოლ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი 2 (15) მარტი, 1910
დაბადების ადგილი ხობი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 26 ნოემბერი, 1981(1981-11-26) (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი[2] და დრამატურგი[2]
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ხეთაში, ხოლო საშუალო თბილისში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. ახალგაზრდამ თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა და უმალ მიიქცია მკითხველი საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „ოდიშური მოთხრობები“.

დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწა“ და „რწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გია“ და სხვა.

გრიგოლ ჩიქოვანი წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მედლებით და სხვა ჯილდოებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ნატროშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 142.;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 382, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Чиковани Григол Самсонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database