ჩირიკის ეკლესია
ჩირიკის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოხელნის ჩრდილოეთით, საქართველოს სამხრეთით, გზის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მოგვიანებით, ეკლესიის აღდგენის დროს, გრძივი კედლები აუმაღლებიათ, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა სახურავის კალთების დახრილობა. 1982 წელს, განაახლეს ფიქლის სახურავი. ეკლესია დარბაზულია (6,4 x 5,5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, თითო სწორკუთხა სარკმელი - აღმოსავლეთით და დასავლეთით, რომლებსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვთ. ინტერიერი განივი კედლით ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. კედელში გაჭრილია ორი თაღოვანი კარი. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში, კუბური ტრაპეზი დგას. განივ ფასადებზე შემორჩენილია თავდაპირველი, თაროსებრი ლავგარდნის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 342.