ჩიონოფუჯი
ჩიონოფუჯი (იაპონ. 千代の富士 貢; დ. 1 ივნისი, 1955, ფუკუშიმა — გ. 31 ივლისი, 2016, ტოკიო) — იაპონელი სპორტსმენი, სუმოისტი, სუმოს უმაღლესი ტიტულის — იოკოძუნას მფლობელი. მისი ნამდვილი სახელია მიცუგუ აკიმოტო.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | მიცუგუ აკიმოტო |
მეტსახელ(ებ)ი | მგელი |
ეროვნება | იაპონელი |
დაბ. თარიღი | 1 ივნისი, 1955 |
დაბ. ადგილი | ფუკუშიმა, იაპონია |
გარდ. თარიღი | 31 ივლისი, 2016 |
გარდ. ადგილი | ტოკიო, იაპონია |
სიმაღლე | 183 სმ |
წონა | 126 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | იაპონია |
სპორტი | სუმო |
კლუბი | კოკონოე-ბეია |
ჯილდოები | People's Honour Award |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა იაპონიის ჩრდილეთით, კუნძულ ჰოკაიდოზე, ქალაქ ფუკუშიმაში, მეთევზის ოჯახში. სკოლაში სწავლის დროიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სპორტული მონაცემებით. იყო ბრწყინვალე მორბენალი. 15 წლის ასაკში იგი აღმოაჩინა კოკონოე-ბეიას ხელმძღვანელმა, ყოფილმა იოკოძუნა ჩიონოიამამ, რომელიც იმავე ქალაქიდან იყო წარმოშობით. მან შესთავაზა მიცუგუ აკიმოტოს ტოკიოში თვითმფრინავით გადაფრენა, რამაც ძალიან გაახარა ბავშვი, რომელსაც აქამდე არასოდეს უფრენია. ტოკიოში ჩასული ბიჭი ჩაირიცხა კოკონოე ბეიაში. ამ დროს ის სულ 71 კილოგრამს იწონიდა.
კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირებაკარიერის დაწყებიდან მალევე აკიმოტომ მიიღო „ჩიონოფუჯის“ შიკონა (საბრძოლო მეტსახელი სუმოში), რომელიც მიღებულია კოკონოე ბეიას ორი გამორჩეული იოკოძუნას — ჩიონოიამასა და კიტანოფუჯის — სახელების გაერთიანებით. იაპონურად „ჩიო“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ათას წელიწადს“, „მარადისობას“, ხოლო „ფუჯი“ იგივეა რაც იაპონიის სიმბოლოდ მიჩნეული მთა. მომავალში გულშემატკივრებმა მას კიდევ ერთი სახელი შეარქვეს — „ურუფუ“, რაც მგელს ნიშნავს — მისი სახის მკაცრი გამომეტყველების გამო.
ჩიონოფუჯიმ სუმოისტის კარიერა დაიწყო 1970 წლის სექტემბრიდან. ჯურიოს ელიტურ დივიზიონს მიაღწია 1974 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ აღზევდა უმაღლეს — მაკუუჩი დივიზიონში. თუმცა მან იქ მხოლოდ ერთი ტურნირი ჩაატარა სანამ დაქვეითდებოდა ისევ ჯურიოში, შემდეგ კი მხრის ტრავმის გამოჯურიოს დატოვებაც მოუხდა. 1978 წლიდან მან საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი მაკუუჩიში. მებრძოლი სულის ("კანტო-შო") პრიზის მოპოვების შემდეგ მან იმავე წელს მოიპოვა კომუსუბის მაღალი წოდება. ამ პერიოდში მას ხშირად ადარებდნენ სხვა მსუბუქწონოსან პოპულარულ სუმოისტს, ტაკანოჰანა I-ს. სწორედ მისი რჩევით ჩიონოფუჯიმ სიგარეტის მოწევას დაანება თავი, რამაც საშუალება მისცა წონაში მომატებულიყო.
1979 წელს ისევ მხრის ტრავმის გამო ჩიონოფუჯი ცოტა ხნით ისევ ჯურიოში დაქვეითდა, მაგრამ მალე დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. მასწავლებლის რჩევით მან გდებების გარდა, რის გამოც იღებდა კიდეც მხრის ტრავმებს, აითვისა კარგი პოზიციის სწრაფად მოპოვებისა და მეტოქის დოჰიოდან გაყვანის ტექნიკა. 1980 წელს მან რიგითი მაეგაშირას წოდებით სამი კინბოში ("ოქროს ვარსკვლავი") მოიპოვა იოკოძუნას ძლევისათვის. მან ასევე ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ტექნიკური მებრძოლის პრიზი ("გინო-შო"). იმავე წლის ბოლოს ჩიონოფუჯიმ მიაღწია სეკივაკეს წოდებას, ხოლო 1981 წლის იანვარში მან 15 ორთაბრძოლიდან 14 მოიგო, სუპერფინალში სძლია იოკოძუნა კიტანოუმის და კარიერაში პირველად აღმართა იაპონიის იმპერატორის თასი. ტურნირის დასრულების შემდეგ მას ასევე მიანიჭეს ორი საპატიო პრიზი - ტექნიკური მებრძოლისა და ბრწყინვალე ასპარეზობის ("შუკუნ-შო"), და რაც მთავარია, იერარქიულად მეორე წოდება - ოძეკის ტიტული. ოძეკის რანგში ჩიონოფუჯიმ იმავე 1981 წლის ივლისში კვლავ დაამარცხა იოკოძუნა კიტანოუმი და მეორედ გახდა ჩემპიონი, რის შემდეგაც სუმოს ასოციაციამ მას ისტორიაში 58-ე იოკოძუნას უმაღლესი წოდება მიანიჭა.
კარიერის ზენიტი
რედაქტირებაიოკოძუნას რანგში ჩიონოფუჯიმ პირველივე ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო მისი დომინირება სუმოს სამყაროში. 1982 წლიდან იოკოძუნა კიტანოუმის კარიერა დაღმასვლას განიცდიდა და იგი ვერ უწევდა თანაბარ წინააღმდეგობას ახალგაზრდა პროგრესირებად ჩიონოფუჯის. მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვა იოკოძუნამ, ტაკანოსატომ შეძლო ჩიონოფუჯისთვის ღირსეული მეტოქეობის გაწევა, მაგრამ 1985 წელს სუმოისტის კარიერა დაასრულა კიტანოუმიმ, ხოლო ერთი წლის მერე ტაკანოსატომაც. ჩიონოფუჯი რჩებოდა ერთადერთ დომინანტ იოკოძუნად 1980-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ თავის მეტოქეებზე ასაკით დიდი, ხოლო წონით გაცილებით მსუბუქი იყო. 1986 წელს ჩატარებული 6 სუპერტურნირიდან ხუთი მან მოიგო. 1988 წელს ჩიონოფუჯიმ მოიგო ზედიზედ 53 ორთაბრძოლა, რითაც იგი სუმოს ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს იოკოძუნა ფუტაბაიამას (ზედიზედ მოგებული 69 ორთაბრძოლა) და იოკოძუნა ჰაკუჰოს (63) რეკორდების შემდეგ. 1989 წლის სექტემბერში ჩიონოფუჯიმ დაამხო ოშიოს რეკორდი (კარიერის განმავლობაში მოგებული 946 ბრძოლა) და გახდა პირველი სუმოისტი, რომელმაც იაპონიის პრემიერ-მინისტრისაგან მიიღო სახალხო ღირსების ორდენი. 1990 წლის მარტში მან თავისი მე-1000 ბრძოლა მოიგო, ხოლო ნოემბერში 31-დ აღმართა იმპერატორის თასი. ამ მიღწევით იგი მხოლოდ ლეგენდარულ ტაიჰოს ჩამორჩებოდა, რომელსაც 32-ჯერ ჰქონდა მოგებული სუმოს სუპერტურნირი.
1991 წლის იანვრის ტურნირზე ჩიონოფუჯიმ დაამხო კიტანოუმის რეკორდი (804 გამარჯვება მაკუუჩი დივიზიონში), მაგრამ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ტურნირს გამოთიშვოდა. ის მაისის ტურნირზე დაბრუნდა, სადაც ტურნირის პირველივე ბრძოლაში დამარცხდა 18 წლის იაპონელ ამომავალ ვარსკვლავთან, ტაკაჰანადასთან (მომავალი იოკოძუნა ტაკანოჰანა კოჯი). ამ შეხვედრას ტელევიზიის მეშვეობით იაპონიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უცქერდა. ამ წაგებიდან ორი დღის შემდეგ 36 წელს მიღწეულმა ჩიონოფუჯიმ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. საინტერესოა, რომ ტაკაჰანადას მამამ, ტაკანოჰანა კენშიმ კარიერა 1981 წელს სწორედ ჩიონოფუჯისთან დამარცხების შემდეგ დაასრულა.
კარიერის დასრულება
რედაქტირება1989 წელს, როდესაც ჩიონოფუჯი ჯერ კიდევ აქტიური მებრძოლი იყო, სუმოს ასოციაციამ გადაწყვიტა, მისთვის კარიერის დასრულების შემდეგ შეეთავაზებინა იშვიათი პატივი - ჩიონოფუჯის სახელით დარჩენილიყო სუმოს უხუცესად. მაგრამ ჩიონოფუჯიმ ამაზე უარი განაცხადა, მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ იგი გახდა მწვრთნელი ჯერ ჯინმაკუს სახელით, შემდეგ კი 1992 წელს მშობლიური კოკონოე-ბეია შეისყიდა ყოფილი იოკოძუნა კიტანოფუჯისგან 50 მილიონ იენად. როგორც ამ ტრადიციული სუმოს სკოლის ხელმძღვანელმა და მწვრთნელმა, ჩიონოფუჯიმ აღზარდა ისეთი გამოჩენილი სუმოისტები, როგორებიც იყვნენ ოძეკი ჩიოტაიკაი და კომუსუბი ჩიოტენზანი.
2008 წელს ჩიონოფუჯი იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი მოაზრებოდა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატადაც, მაგრამ 2016 წელს არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ჩიონოფუჯი გარდაიცვალა 2016 წლის 31 ივლისს ტოკიოში, 61 წლის ასაკში. ერთი წლით ადრე მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია პანკრეასის კიბოს გამო, მაგრამ დაავადების შეჩერება ვერ მოხერხდა. სიმსივნე გავრცელდა გულსა და ფილტვებზეც, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ბრძოლის სტილი
რედაქტირებამთელი კარიერის მანძილზე ჩიონოფუჯის საფირმო კიმარიტე (ანუ ილეთი) იყო უვატენაგე — მეტოქის გდება მის მავაშიზე ხელის ჩავლებით. იგი უპირატესობას ანიჭებდა მიგი-იოცუს ანუ მარცხენა ხელის ჩავლებას მავაშიზე მეტოქის მარჯვენა ხელს ზემოდან. ასეთი გარე ჩავლება იმდენად ეფექტური იყო, რომ კომენტატორებმა მას "მომაკვდინებელი ჩავლება" უწოდეს. მისი მიგი-იოცუდან მეტოქეს თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მისი საყვარელი კიმარიტეები იყო აგრეთვე იორიკირი და ცურიდაში. საერთო ჯამში, ჩიონოფუჯის მეტოქეები დამარცხებული ჰყავს 41 სხვადასხვა კიმარიტეს გამოყენებით. ტექნიკის ასეთმა მრავალფეროვნებამ, დინამიკურმა გდებებმა, დაკუნთულმა და ათლეტურმა სხეულმა ჩიონოფუჯი თავისი ეპოქის ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ სუმოისტად აქცია.
სპორტული შედეგები
რედაქტირებაწელი | იანვარი, ჰაცუ ბაშო, ტოკიო | მარტი, ჰარუ ბაშო, ოსაკა | მაისი, ნაცუ ბაშო, ტოკიო | ივლისი, ნაგოია ბაშო, ნაგოია | სექტემბერი, აკი ბაშო, ტოკიო | ნოემბერი, კიუშუ ბაშო, ფუკუოკა |
---|---|---|---|---|---|---|
1970 | X | X | X | X | მაეძუმო | აღმ. ჯონოკუჩი #10 5-2 |
1971 | აღმ. ჯონიდანი #57 4-3 | დას. ჯონიდანი #38 4-3 | დას. ჯონიდანი #19 4-3 | დას. ჯონიდანი #5 3-4 | დას. ჯონიდანი #26 5-2 | აღმ. სანდანმე # 61, გამოტოვა ტრავმის გამო 0-0-7 |
1972 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1973 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1974 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1975 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1976 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1977 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1978 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1979 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1980 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1981 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1982 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1983 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1984 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1985 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1986 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1987 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1988 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1989 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1990 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
1991 | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი | მაგალითი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Sharnoff, Lora (1993). Grand Sumo:The Living Sport and Tradition. Weatherhill. ISBN 0-8348-0283-X.