ჩიაბატა ან ჩაპატა (იტალ. ciabatta) — იტალიური თეთრი პური, მზადდება ხორბლის ფქვილისგან და საფუარისგან. იტალიურიდან თარგმნისას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა „ხალიჩის ჩუსტები“. ამ პურის განსაკუთრებულობა მისი ხრაშუნა ქერქი და პურის გულში არათანაბრად გადანაწილებული ფორებია. 1990-იანი წლებიდან ჩიაბატა ძალიან პოპულარული გახდა ევროპასა და აშშ-ში და დაიწყო მისი ფართო გამოყენება ბუტერბროდების დასამზადებლად.

ჩიაბატის ნაჭრები

ჩიაბატა თავდაპირველად მხოლოდ ლიგურიაში ცხვებოდა, თუმცა დღესდღეობით ის მთელ იტალიაში და მის ფარგლებს გარეთაც კი არის გავრცელებული, მაგალითად ესპანეთში კერძოდ — კატალონიაში, სადაც ის პოპულარულია სახელით ჩაპატა (კატ. xapata). კომოს ტბის რაიონში გამომცხვარი ჩიაბატა, გამოირჩევა ხრაშუნა ქერქით, რბილი, ფორებიანი გულითა და სიმსუბუქით. ტოსკანის მხარეში, უმბრიაში და მარკეში გამომცხვარი ჩიაბატა შეიძლება საერთოდ განსხვავდებოდეს — მაგარქერქიანი და მკვრივგულიანი პურისგან, შედარებით რბილ და მსუბუქ პურამდე. აშშ-ში ჩვეულებრივ ამჯობინებენ ჩიაბატის სველი ცომისგან გამოცხობას, რაც სპეციალური ფერმენტებისა და ხაშის[1] დამატებას და მექანიზებულ მოზილვას მოითხოვს.

ჩიაბატის საკმაო მრავალსახეობა არსებობს. ერთჯერადი დაფქვის ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ ჩიაბატას „მთლიანი ჩიაბატა“ (იტალ. ciabatta integrale) ჰქვია. რომში ჩაბატას ხშირად ზეითუნის ზეთის, მარილისა და მაიორანის დამატებით აცხობენ. თუ ცომში რძე დაემატება მაშინ მიიღება „რძიანი ჩიაბატა“ (იტალ. ciabatta al latte).

მრავალ სწრაფი კვების ქსელში ჩიაბატა სენდვიჩის დასამზადებლად გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება