„ჩვენი ბრძოლა“ქართული ყოველდღიური გაზეთი, რსდმპ დასავლეთ ამიერკავკასიის ორგანიზაციების ორგანო. გამოდიოდა 1918 წლის 8 მარტიდან 16 მარტამდე ქუთაისში გაზეთ „ბრძოლის“ (1917–1918) ნაცვლად. სულ გამოვიდა 8 ნომერი. „ჩვენმა ბრძოლამ“ გადამწყვეტი იერიში მიიტანა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციურ ბურჟუაზიულ-მემამულური სეიმის წინააღმდეგ. გაზეთში გამოქვეყნდა თბილისში 10 თებერვლის (ალექსანდრეს ბაღში) მუშათა მიტინგის დახვრეტის გამო მშრომელთა საჯარო კრებებზე გამოტანილი რეზოლუციები. გაშუქებული იყო ლანჩხუთის მაზრის გლეხთა აჯანყების მიზეზები, დაიბეჭდა აჯანყებულ გლეხთა მოწოდება, რომელშიც მოითხოვდნენ საბჭოთა რუსეთთან კავშირის აღდგენასა და სოციალიზმისთვის ბრძოლას, აგრეთვე რსდმპ VII ყრილობის შესახებ და ვ. ი. ლენინის მოხსენების მოკლე შინაარსი.

ლიტერატურა რედაქტირება