ოთარ ჩეჩელაშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩეჩელაშვილი, ოთარ)
ოთარ ჩეჩელაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1923, თბილისი — გ. 2 ივლისი, 1959) — საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის პოდპოლკოვნიკი. სკკპ წევრი 1944 წლიდან.
1940 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბი, 1941 წელს — ეისკის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი, 1956 წელს — სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მის ანგარიშზეა 178 საბრძოლო გაფრენა, საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის 1 — ტარანით. საქართველოს სსრ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 7 სხვა ოდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 104.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981