ჩეშმეს მუზეუმი (თურქ. Çeşme Müzesi) — მუზეუმი თურქეთში, იზმირის პროვინციის ჩეშმეს რაიონში.

ჩეშმეს მუზეუმი
38°19′25″ ჩ. გ. 26°18′11″ ა. გ. / 38.32361° ჩ. გ. 26.30306° ა. გ. / 38.32361; 26.30306
დაარსდა 1984; 40 წლის წინ
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა Çeşme
სტატუსი არქეოლოგიური
Map

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს ჩეშმეს ციხესიმაგრეში. ჯეზაირლი გაზი ჰასან ფაშას ძეგლი მუზეუმის წინ მდებარეობს, ხოლო ეგეოსის ზღვის სანაპირო დასავლეთით დაახლოებით 60 მეტრშია.

ციხე 1502 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანმა ბაიაზიდ II-მ ააშენა. 1965 წელს მუზეუმი დაარსდა იარაღის მუზეუმად, მაგრამ მაღალმა ტენიანობამ გამოიწვია იარაღის დაჟანგება ამიტომაც ისინი გადაიტანეს სხვა მუზეუმებში. 1984 წლიდან მუზეუმი გადაკეთდა ზოგადი დანიშნულების მუზეუმად.[1]

გამოფენილი ნივთები

რედაქტირება

ერთ დარბაზში გამოფენილია არქაული, რომაული და ბიზანტიური ეპოქის ნივთები, როგორიცაა ტერაკოტის ფიგურები, ზეთის ნათურები და ჭურჭელი. ერთი დარბაზი დაცულია იდირის (ერითრა) სამაშველო გათხრების ობიექტებისთვის, როგორიცაა ტერაკოტის ფიგურები, ვერცხლის და სპილენძის მონეტები და ამფორები. კიდევ ერთი დარბაზი მოიცავს XVIII საუკუნის ჩესმეს ბრძოლის ნივთებს, ეს ბრძოლა გაიმართა ჩეშმეს ყურეში. ამ დარბაზში გამოფენილია რუკები, პლაკატები, დროშები, მედლები, ასევე ჩაძირული რუსული გემის საგნები.[2]

  1. Museum page (in Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2024-10-27.
  2. mekan 360 Touristic info (in Turkish)