ჩერქეზული დროშის დღე

ჩერქეზული დროშის დღეჩერქეზების ნაციონალური დღესასწაული — დროშის დღე, რომელიც იმართება ყოველწლიურად 25 აპრილს.

ჩერქეზული დროშა

1830 წელს ჩერქეზთა ეროვნულ კრებაზე (ხასე) დამტკიცდა ჩერქეზული ეროვნული დროშა. ჩერქეზი ხალხი დიდი ხანია განიხილავს თავის ეროვნულ დროშას, როგორც მათი ეთნიკური ერთიანობის სიმბოლოს. ამ დღეს ჩრდილოეთ კავკასიის ადიღეის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში იმართება ცხენოსნობა, მოტორიანი რბოლა, სპორტული შეჯიბრებები და ჩერქეზული ეროვნული თამაშები. ყაბარდო-ბალყარეთში, ტრადიციულად, ამ დღეს ეწყობა მოტორალი, რომელიც იწყება ნალჩიკში, აფხაზეთის მოედნიდან და მასობრივი მსვლელობა. აფხაზეთის მოედანზე მსვლელობის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება. ჩერქეზული დროშა მსოფლიოში მიმოფანტული ჩერქეზი (ადიღეელი) ხალხის ერთიანობის სიმბოლოა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Акрызҵазкуа арыцхәқәа рамзар, Аҟәа, 2015 ш.
  • Цвижба З. Не замалчивая трагических страниц общей истории: [заметки с семинара кавказоведов]//РА. - 2012. - 15-16 дек., (№ 141). - С.2.
  • Хотко С.Х. История Черкесии: в средние века и новое время/С.Х. Хотко. - СПб.: Изд-во С.-Петербург, 2001. - 552 с.