ჩერნობილი (მინისერიალი)


ჩერნობილი (ინგლ. Chernobyl) — ხუთი სერიისგან შემდგარი ისტორიული დრამა, მინისერიალი შექმნილი და დაწერილია კრეიგ მაზინის მიერ. რეჟისორი კი იოჰან რენკია. მინისერიალი ამერიკული HBO-სა და ბრიტანული Sky UK-ს არხის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ასახავს ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას, რომელიც 1986 წლის აპრილში მოხდა და მის შემდეგ განხორციელებულ უპრეცედენტო გაწმენდით სამუშაობებს. სერიალის მსახიობთა რიგში შევიდნენ: ჯარედ ჰარისი, სტელან სკარშგორდი, ემილი უოტსონი და პოლ რიტერი. მინისერიალის პრემიერა შედგა 2019 წლის 6 მაისს აშშ-ში და 7 მაისს გაერთიანებულ სამეფოში, რა დროსაც მიიღო კრიტიკოსების დადებითი შეფასება.

ჩერნობილი
ჟანრი ისტორიული დრამა
ავტორი კრეიგ მაზინი
ეფუძნება ჩერნობილის კატასტროფა
შეიმუშავა კრეიგ მაზინი
რეჟისორი იოჰან რენკი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი ჰილდურ გუდნადოტირი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ეპიზოდი 5 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი სანე ვოლენბერგი
ადგილ(ებ)ი ლიტვა
უკრაინა
ოპერატორი იაკობ ირე
რედაქტორ(ებ)ი
  • ჯინქს გოდფრეი
  • სიმონ სმიტი
ხანგრძლივობა 60–72 წუთი
კომპანია
  • Sister Pictures
  • The Mighty Mint
  • Word Games
ეთერი
ორიგინალური არხი
ეთერში 6 მაისი, 2019 (2019-05-06) — 3 ივნისი, 2019 (2019-06-03)
რესურსები ინტერნეტში
[www.hbo.com/chernobyl საიტი]

წინაპირობა

რედაქტირება

ჩერნობილი დრამატიზებას ახდენს ნამდვილ ისტორიას, სადაც მოყოლილია ამბავი ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფაზე. მინისერიალი აქცენტს აკეთებს 1986 წლის აპრილში, საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარ ბირთვულ აფეთქებაზე, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ და რატომ მოხდა ეს კატასტროფა და იმ ხალხის ისტორიები, რომლებიც ებრძოდნენ შედეგებს და დაიღუპნენ კატასტროფის შედეგების დაძლევისას, აგრეთვე ნაჩვენებია ისიც, თუ როგორ ცდილობს საბჭოთა ხელისუფლება დამალოს კატასტროფის რეალური მიზეზები.[1]

მინისერიალის დიდი ნაწილი ეფუძნება პრიპიატის ადგილობრივების მოგონებებს, რომელიც მოყოლილია ბელარუსი ნობელიანტი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში — ჩერნობილის ლოცვა.[2]

ძირითადი პერსონაჟები

რედაქტირება

პერიოდული პერსონაჟები

რედაქტირება
  • ადამ ლუნდგრენი როგორც ვიაჩესლავ ბრაჟნიკი, ჩერნობილის აეს-ის ტურბინების უფროსი ოპერატორი.
  • კარლ დავიესი როგორც ვიქტორ პროსკურიაკოვი, ჩერნობილის რეაქტორის კონტროლის უფროსი ინჟინერ-სტაჟიორი.
  • დონალდ სამპტერი როგორც ჟარკოვი, პრიპიატის აღმასკომის წევრი.
  • ნადია კლიფორდი როგორც სვეტლანა ზინჩენკო, ექიმი რომელიც უვლის ვასილი იგნატენკოს და რადიაციით დაავადებულ სხვა ავადმყოფებს.
  • ჯეიმი სივესი როგორც ანატოლი სიტნიკოვი, ფიზიკოსი, რომელიც გაგზავნეს ჩერნობილში აფეთქებული ბირთვის შესამოწმებლად.
  • ბილი პოსტლეტვაიტი როგორც ბორის სტოლიარჩუკი, ჩერნობილის #4 მართვის პულტის უფროსი ინჟინერი.

მოწვეული

რედაქტირება
  1. Petski, Denise. (July 26, 2017) ‘Chernobyl’ Miniseries Starring ‘The Crown’s Jared Harris Set By HBO & Sky – TCA. ციტირების თარიღი: November 24, 2017.
  2. The real Chernobyl HBO’s hit miniseries is ending, and here’s how its characters compare to their real-life counterparts (May 28, 2019). ციტირების თარიღი: June 1, 2019.
  3. „Emily Watson on her new TV drama, Chernobyl“. The Scotsman. JPIMedia. May 4, 2019. ციტირების თარიღი: May 28, 2019.