ჩერნიგოვის სამთავრო
ჩერნიგოვის სამთავრო - ძველი რუსეთის სამთავრო XI-XIII სს-ში, რომელსაც ეკავა სევერიანების, ნაწილობრივ პოლიანების, რადიმიჩების, ვიატიჩების და სხვ. ტერიტორია, დნეპრის ორსავე მხარეს, მდინარე დესნის, სეიმის, სოჟის დინების გასწვრივ. ქალაქები: ჩერნიგოვი, სნოვსკი, ლიუბეჩი, ნოვგოროდ-სევერსკი, სტაროდუბი და სხვ. 1024-1036 წლებში მსტისლავ ვლადიმირის ძის, ხოლო 1054-1073 წლებში - სვიატოსლავ იაროსლავის ძის დამოუკიდებელი სამფლობელო იყო. 1097 წელს გამოეყო სევერსკის სამთავრო. ჩერნიგოვის უკანასკნელი მთავარი იყო მიხეილ ვსევოლოდის ძე (გ. 1246 წელს). 1239 წელს ჩერნიგოვი მონღოლებმა აიღეს და დაწვეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Map of Kievan Rus (11th-12 centuries) დაარქივებული 2011-06-09 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 99.