ჩემი (ვილა)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ვილა „ჩემი“ — XX საუკუნის დასაწყისის არტ-ნუვოს სტილის ვილა სოხუმში, ქალაქის ღირსშესანიშნაობა. არქიტექტურული ძეგლი აიგო 1905 წელს. თბილისელი არქიტექტორის, ვილჰელმ-ფრანც კოვალსკის პროექტით. დგას სოხუმის მთის ფერდობზე, დღევანდელ ლასურიას ქუჩაზე. 1918 წლამდე, გარდაცვალებამდე, მისი ბინადარი იყო საზოგადო მოღვაწე, თავადი გიორგი შარვაშიძე. შემდეგ ის მემკვიდრეობით მიიღო მისმა ძმისშვილმა, მხატვარმა ალექსანდრე შარვაშიძემ, სადაც ეს უკანასკნელი 1919 წლის თებერვლამდე ცხოვრობდა, პარიზში წასვლამდე. შენობა ავარიულია, მისი მხატვრული ღირებულება – შელახული.
ვილა „ჩემი“ | |
---|---|
| |
კოორდინატები | 43°00′13″ ჩ. გ. 41°02′08″ ა. გ. / 43.00361° ჩ. გ. 41.03556° ა. გ. |
მდებარეობა | სოხუმი, ლასურიას ჩიხი |
არქიტექტორი | ვილჰელმ-ფრანც კოვალსკი (რუს.) |
ტიპი | სახლი, აგარაკი |
სტილი | არტ-ნუვო (მოდერნი) |
თარიღდება | 1905 |