ჩაჩხრიალის ღვთისმშობლის ეკლესია
ჩაჩხრიალის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში, დგას შუა სოფელში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (4,1 X 3,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვით - ტლანქად. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები. სახურავის შემორჩენილ ნაწილზე მცენარეებია ამოსული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი კედლის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთით არის გადაადგილებული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურულია ქვადუღაბის ტლანქად სხმული კონქით. ჩრდილოეთ ნიშის გადახურვა კონქის ქუსლის დონეზეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 159.