ჩაღანდრი
ჩაღანდრი (ლათ. Veronica anagallis-aquatica) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-80 სმ. ღერო მარტივი ან დატოტვილია, სწორი, შეფოთლილი. ფოთლები მჯდომარეა, მოყვანილობით ფართო ან მოგრძოლანცეტა, კიდეები დაკბილულია ან კიდემთლიანია. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი ჯამზე გრძელია, მკრთალი ცისფერი ან მოვარდისფრო-იისფერია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში; არხების, მდინარეების და ტბების ნაპირებზე. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, შუა აზიას, მცირე აზიას, აღმოსავლეთ აზიას და ჩრდილოეთ ამერიკას.
ჩაღანდრი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Veronica anagallis-aquatica L. | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 164036 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 606.