ჩასარბენი ციხე
ჩასარბენი ციხე — ციხე-კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით.
კოშკი ცილინდრულია (გარე დიამეტრი 9,8 მ, სიმაღლე 8,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია, შემორჩენილია ორი სართული. ინტერიერში, კედლებიდან აქა-იქ ქვებია ამოვარდნილი. ყველა სართულს კარი სამხრეთით ერთ ხაზზე აქვს, კედლებში ბუხარი და ღრმა ნიშებია ორმაგი სართულებით. სართულები გადახურულია კონუსური გუმბათით. გუმბათის ძირში კვეთით ოდნავ ზევით მიმართული სარკმლებია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთის კედელში დატანებული კიბით.
ლიტერატურარედაქტირება
- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 79, თბ., 1990 წელი.
- ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დრიოიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002 წ.