ჩანთოსანი დათვი
ჩანთოსანი დათვი, კოალა (ლათ. Phascolarctos cinereus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ჩანთოსნების რიგისა. გარეგნულად დათვს ჰგავს (აქედანაა მისი სახელიც). მისი სხეული სიგრძე 82 სმ (კუდი არ მოუჩანს), მასა 16 კგ აღწევს. ფერად რუხია. გავრცელებულია ავსტრალიაში. ცხოვრობს ტყეში, ბინადრობს ხეზე. იკვებება ფოთლებით. მრავლდება სექტემბრიდან მაისამდე. მაკეობა 30 დღეღამე გრძელდება. შობს 1 ნაშიერს, რომელიც ჩანთაში რჩება 6 თვემდე. იყენებენ მის ბეწვს. ამჟამად ჩანთოსან დათვებზე ნადირობა აკრძალულია.
ჩანთოსანი დათვი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოალა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phascolarctos cinereus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 16892 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 80.