ჩამო
ჩამო — გლემფინგისა და კემპინგის სივრცე, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში,[1] ბახმაროს მთის მისადგომებთან,[2] ზღვის დონიდან 400 მეტრზე. „ჩამო“ მიზნად ისახავს გურიის რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას.[3] აგრეთვე მოიაზრება, როგორც კულტურული თავშეყრის ადგილი.[4]
ჩამო | |
---|---|
„ჩამოს“ ლოგო | |
მდებარეობა | |
41°54′56″ ჩ. გ. 42°08′34″ ა. გ. / 41.915722° ჩ. გ. 42.142917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | გურია |
რაიონი | ვაკიჯვარი |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | 2019 |
ტიპი | კერძო |
ფართობი | 1200 მ² |
chamocamp.wordpress.com | |
საკემპინგო ზონა „ჩამო“ გახსნეს ქართველმა და იაპონელმა ცოლ-ქმარმა მიშა არობელიძემ და ჩიკა ოგიმ 2019 წელს. „ჩამოს“ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.[3] მისი ტერიტორია მოიცავს 1200 კვადრატულ მეტრს,[5] სადაც წარმოდგენილია კარვის გასაშლელი სივრცე, მცირე ზომის კოტეჯი[6] და დამხმარე ნაგებობა. აგრეთვე, ტერიტორიაზე გაშენებულია მსხმოიარე და ორნამენტული მცენარეები, რომელთა შორისაა იაპონური საკურა და იაპონური ნეკერჩხალი.[7] „ჩამოს“ ეგრეთ წოდებული „დამალული ბილიკი“, რომელიც 16-მეტრიან ფერდზეა გადაჭიმული მდინარე ნატანებს უერთდება.[3] სამომავლოდ, „ჩამოს” ორგანიზატორები მის გაფართოებას გეგმავენ, მათივე თქმით „ჩამოს“ მალე რამდენიმე ფუნქციური კოტეჯი შეემატება.[8]
„ჩამო“ ყოველთვიურად მასპინძლობს შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს „მიკროსამყარო“, სადაც ლექციებს კითხულობენ მოწვეული სტუმრები — მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები. ლექციების ძირითადი თემაა — ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა და კინემატოგრაფია, რომელიც დაკავშირებულია მიკროსამყაროსთან.[4]
2023 წლის 26 სექტემბერს, გიორგი კეკელიძის, მიშა არობელიძისა და ჩიკა ოგის ინიციატივით ჩამოში გაიხსნა „ურემი-ბიბლიოთეკა“ ან „ურემ-ბიბლიოთეკა“ — მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა ურემზე.[9] პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, კომპანია „გალფი“ და ფონდი „არველაძე“.[10]
გალერეა
რედაქტირება-
მიშა არობელიძე, ჩიკა ოგი და გიორგი კეკელიძე, ურემი-ბიბლიოთეკის გახსნაზე
-
ურემი-ბიბლიოთეკა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ტურისტული ლოკაციები. Ozurgeti.Mun.Gov.Ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ Into the Wild: 12 Incredible Nature Cabins in Georgia. Wander-Lush.Org (2022-02-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-18. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურე და მაინც, გურია ვამჯობინე!“ – „ჩამოს“ მასპინძლის ამბავი. „marketer.ge“ (2022-02015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-16. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ 4.0 4.1 ჩამო. Georgian Travel Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ „ჩამო“ სოფელ ვაკიჯვარში – კემპინგის ახალი ზონა ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. Guria TV (2021-09-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02021. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ 5 Houses in Georgia That Will Make You Want to Travel. „sightgeorgia.ge“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-2-17. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ ქართველი მსახიობის მსოფლიო მოგზაურობა ავტოსტოპით, იაპონელი მეუღლე და სავანე გურიაში. Ambebi.ge (2022-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-19. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ ქართველი ბიჭის და იაპონელი გოგოს სპონტანურად დაწყებული ბიზნესი –„ჩამო“ ვაკიჯვარში ტურისტებს ელოდება. „region.kvira.ge“ (2020-01-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-08. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ჩამო - ში, მსოფლიოში პირველი ურემი-ბიბლიოთეკა გავხსენით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი, 2024. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2024.
- ↑ „სოფელ ვაკიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა“. „ინტერპრესნიუსი“. 27 სრქტემბერი, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)